Saturday, November 30, 2013

ფიქრი ოცდამეჩვიდმეტე

ორსულადაა”
“ვინ?”
“ვინ და ლუსიანა” გავრბივარ პეტერისკენ, რომელიც ბაღში მწვადს წვავს მამაჩემთან ერთად, თან ხელში ლუსის გამოგზავნილი ორსულობის ტესტი მიჭირავს
 “ნელა…!”
გვიანია ფეხი უკვე წამოვკარი ნახშირის ვედროს და წავიქეცი.
 “რამე იტკინე?” მომვარდა პეტერი 
 სიცილი ამივარდა, იმასაც
 “მალე პატარა ეყოლებათ, რა ბედნიერებაა”
პეტერის მობილურით უნგრეთში ვრეკავთ
 მეორე მხრიდან ბოხი  ხმა ისმის
“როგორ გაუბედე ჩემს მეგობარს რომ ასე უნდა აწამო ცხრა თვე”
“ეშმაკმაც დალახვროს, ბებერო მუსუსო, შენ ისევ ცოცხალი ხარ?.. ლუსი, მარია რეკავს!” აღფრთოვანებული ყვირის
 ტანში სიამოვნების ჟრუანტელი მივლის მათი ხმის გაგონებაზე, როგორი სიურპრიზი გამიკეთეს, ხომ შეილებოდა ეს ყველაფერი ტელეფონით ეთქვათ, მაგრამ დაზღვეულ კონვერტში ჩადებული მხოლოდ ეს ერთი ნივთი იმდენს ნიშნავდა რომ მეგონა გული გამისკდებოდა…
 საღამოს, ხანგრძლივი გულისრევის შემდეგ გული წამივიდა და მეორე დღეს საავადმყოფოში გავიღვიძე.
 მახსოვს მამაჩემის შეშფოთებული სახე, ჩემს მობრუნებას რომ ცდილობდა და მეხვეწებოდა თვალები არ დახუჭოო.  მინდა ახლა აქ იყოს და მადლობა გადავუხადო ჩემს გვერდით ყოფნისთვის.
 22 წლის ვიყავი, ლიდიას სიკვდილიდან რამოდენიმე კვირაში თავის ტკივილები და გულის რევა დამეწყო, აღმოჩნდა რომ ქალისშიდა წნევა მქონდა მაღალი და მასზე მიმკურნალეს, თუმცა მაინც არ გაიარა, მერე რომელიღაც ექიმს აზრად მოუვიდა ტომოგრაფიის გაკეთება, რომელმაც აღმოაჩინა რომ ტვინზე “პაწუკა” წარმონაქმნი მქონდა, სიმსივნე მხოლოდ II  სტადიის იყო, იმედით გასხივსნებული ჩემი მშობლები, ყოველ დღე ზეიმობდნენ ჩემს გამოჯანმრთელებას, მაგრამ სადღაც ხუთი თვის შემდეგ ისევ დამეწყო იგივე სიმპტომები, მერე ისევ ბიოფსია ჩაატარეს და დაადგინეს რომ არსადაც არ წასულან ეს საშინელი უჯრედები და რომ ტვინში ისე იყვნენ გამჯდარები ვერც მოაშორებდი, მერე მე ვთქვი უარი ლაზერულ და ქიმიურ თერაპიაზეც, თმებიც ამომივიდა და უნგრულ გაზეთში გაკეთებულ განცხადებაზეც დასტური მომივიდა…

  კაცმა არ იცის რამდენი ხანია აქ ვარ… არც საათი ვიცი.. ვცდილობ ხელით მივწვდე კომოდზე დადებულ მობილურს…
  ხელი დაბუჟებული მაქვს, მობილური ხელში მიჭირავს, მაგრამ ვერ ვგრძნობ, ძლიერად ვუჭერ ხელს, მაგრამ მაინც ვერ ვგრძნობ
 “… კიდურების მგრძნობელობის მოშლა” თქვა ექიმმა.
როგორც ჩანს კიდევ ერთი სიმპტომი გამოვლინდა.
 სიკვდილმა ისევ მიმაბა საავადმყოფოს საწოლზე,  ჩამიძვრა მკერდში და ეხლაც იქ ზის, არ მეგონა ასე თუ მეტკინებოდა, ხელებიც, ფეხებიც დაბუშებული მაქვს, არც ის მეგონა ეს ტკივილი ცარიელს თუ დამიტოვებდა გულს ყველაფერი იმ კარგისგან რაც აქამდე ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. ვიცი ეხლა ვიტირებ.
 სადღაც შორიდან ხმები მესმის, ლაპარაკობენ,  ექთანი ექიმს, ექიმი დედას, დედა ისევ ექიმს. მათი ჩუმი ხმები და დედა მაინც ურევს პანიკას ამ ჩურჩულში:
 “კარგად იქნება? ხო გამოჯანმრთელდება?”
  სიჩუმე.
  ველოდები რას იტყვის ექიმი, უცებ ხვდები რომ ისე ვარ თითქოს ახლახანს მანქა დამეჯახა… მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ რომ კიბო პროგრესირებადი დაავადებაა, ამის შემდეგ უფრო და უფრო სუსტად გავხდები, სანამ არ შევწყვეტ ამაზე ღელვას… აზროვნებას!
 მაგრამ, ახლა ვღელავ და ვიცი ეს ყველაფერი გამაგიჟებს.
 ვცდილობ ჩვეულებრივ რაღაცეებზე ვიფიქრო, შემწვარ კარტოფილზე, რძეზე, მაგრამ კონცენტრირებას ვერ ვახდენ, და ისევ შავ, უძირო უფსკრულში ვეშვები.
  
   “ყოველ ფეხის ნაბიჯზე გტკენ” ვეუბნები პეტერს და ვიცი ცრემლებიც დამცვივა
   “არა უშავს” მკერდში მიხუტებს, თან ისე ძლიერ რომ  პარალიზებული ხელებიც მტკივა
   “არ მინდა ასეთი გახსოვდე, შეიძლება არც დამიბრუნდეს მგრძნობელობა”
   “სამაგიეროდ ახლა მიზეზი მექნება რომ აბაზანაში მე ჩაგაწვინო.”
  როგორ უყურებს ყველაფერს ასე პოზიტიურად? მშურს პეტერის, თან ვბრაზდები რომ ისიც ჩემსავით სასოწარკვეთაში არ ვარდება…  და ის… ჩემთან იქნება, ცხოვრების ბოლომდე და ბოლომდე მაგრძნობინებს თავს ქალად…
  “რაღაც მინდა გითხრა, იმედია არ გაბრაზდები…”
  “შემეხე მუცელზე.”
  “რა?”
  “მუცელზე დამადე ხელი, პერანგის ქვეშ!”
  “კი მაგრამ რატომ?”
  “დამადე!”
ცივი ხელი ისე მეხება, რომ ჰგონია მატკენს…
  “ახლა ზემოთ მკერდზე!”
  “ვერ ვხვდები რატო აკეთებ ამას” ნელა მიაცურებს ხელს ზემოთ და მახსენდება შობის ღამე მის სახლში გატარებული.

  წყურვილმა გამაღვიძა ღამე, ოთახში ოდნავ მკბენარი სიცივე იყო, ადგომა ისე მეზარებოდა რომ არა გამაგიჟებელი სურვილი წყლის დალევისა თავსაც არ ავწევდი მაღლა, საოცრად მოღონიერებული მეჩვენა ჩემი თავი, პატარა გოგისავით ჩავირბინე ფეხშიშველმა კიბე. ასე ღამე არასოდეს გამღვიძებია ამ სახლში, მისაღებში დადგმული უზარმაზარი, გირებიანი საათი ოთხის ნახევარს აჩვენებდა, დამღლელი წვიმის მერე მსხვილი თოვა დაეწყო, ფარდასავით  დაშვებული ფიფქების ჩრდილებს ქუჩის ლამპიონები იატაკზე ფენდა.
   ბოლო შობა აქ გავატარეთ, მხოლოდ ჩვენ ორმა, ყოველგვარი გერტრუდეს გარეშე, არაჩვეულებრივი იყო, რომ ვფიქრობ რომ შეიძლება დამავიწყდეს ეს ველაფერი ძრწოლა მიტანს, ახლა კი ნათლად მახსოვს ბუხრის წინ გატარებული შობის ღამე,  ცივი ტყავის შეხება სიშიშვლეზე და  პეტერის ჩურჩული, “სანტამ არ მოგვისწროს”.
  ჩემი ცხოვრება მანამდე იყო რაღაც ბუნდოვანი, გაურკვეველი სამყარო რაღაც ბნელი ჯურღმული, აბლაბუდითა და  მტვრით დაფარული საგნებით და ხალხით, თითქოს აქამდე ამ ჯურღმულში იმიტომ ვიცხოვრე რომ სინათლეზე, პეტერის მხარეს გადმოსვლა უფრო მძაფრად შემეგრძნო, ისე მძაფრად რომ ახლა ამის მიტოვება დიდ ტკივილს მაყენებს…
  “ახლაც ისე გგრძნობ როგორც პირველ ჯერზე, ჯერ ისევ ცოცხალი ვარ…  და შენც სულ ჩემთან იქნები…”
  “ამის თქმა მინდოდა, რამოდენიმე დღეში უნგრეთში უნდა დავბრუნდე.”
  “ოღონდ ეს არა, ხომ დამპირდი რომ სულ აქ იქნებოდი…”
  “რომ არ წავიდე სამსახურს დავკარგავ”
  “მეც წამოვალ…”
  “შენთვის არ შეიძლება.. ასეთ მდგომარეობაში”
  “მაშინ დარჩი”
  “მერე რა დამრჩება? სრული მარტოობა, უსამსახუროდ, უხალხოდ”
  “რაზე ნაღვლობ, რომ შენი ცხოვება გაგრძელდება?”
  “იმაზე რომ უშენოდ გაგრძელდება… შენ ეს არ გინდოდა? რომ  გამეგრძელებინა ცხოვრება… გაიგე ბოლოს და ბოლოს რომ შენ რომ აღარ იქნები ყველაფერი ეშხს დაკარგავს,  ვიცი როგორც ვიქნები, ალკოჰოლის ბოთლებით და ნაგვით გავსებულ სახლში და საერთოდ არსად წავალ, ვიცი რომ ასე იქნება, ისევ იმ ჭაობში ჩავიძირები საიდანაც ამომიყვანე, ყველა კითხვა აზრს დაკარგავს, რა… როგორ… სად…” პეტერი ტირის ცრემლების ნახევარი თვალებიდან ნახევარი ცხვირიდან მოდის და ვაცნობიერებ რომ მონსტრი ვარ… მე დავუნგრიე ამ ბიჭს ცხოვრება და ეხლა ვაიძულებ ფსიქიკაც დაინგრიოს… თანაგრძნობის ძლიერი გრძნობა მიჩნდება, მინდა ხელი მოვხვიო მაგრამ ვერ ვწევ საწოლიდან.
  “ეს მალე მოხდება, მზად ხარ?”
  “მგონი კი”
 “ყველა ფეხის ნაბიჯზე შენს გვერდით ვიქნები სანამ დაგჭირდები… ერთად გადავიტანთ ყველაფერს… იქნებ ახალ სტუდენტებში მეც აღმომაჩინო”
 ეცინება
 “შენ ფსიქოლოგიას ვერასოდეს ისწავლი, ტყუილად ტრაბახობდი კაცებს კარგად ვიცნობო”
  “სამაგიეროდ შენ გაგიცანი კარგად”


No comments:

Post a Comment