Thursday, September 5, 2013

ფიქრი ოცდამეთხუთმეტე


სადაცაა შუაღამე გადავა,  მაისის ხმაურიანი, დღის ლოგიკური დასასრულია, მწვანე მოლის შუაში, ოდნავ  შემაღლებულ საცეკვაო მოედანზე რამოდენიმე წყვილი ზანტად ირხევა, ჰაერში ალკოჰოლის და პიროტექნიკის კვამლის სუსტი სუნი იგრძნობა. მთავარი სტუმრები და ამ დღის მთავარი გმირები, კარგა ხანია წავიდნენ დანარჩენები კი სხვადასხვა მიზეზის გამო ისევ აქ ვართ.
 თეთრ არშიაშემოვლებულ სკამზე ვზივარ და შიშველი ფეხები მეორეზე შემომიწყვია, ახლა ვგრძნობ რამდენად დამღლელი იყო დღე, ახლა ვგრძნობ დაუკმაყოფილებლობას და უსაღვრო მონატრებას წარსულებისადმი, რომლებიც ახლა ალბათ რიოსკენ მიმავალ თვითმფრინავში ეკონომ კლასის განყოფილებაში სხედან და დაღლილები იხსენებენ გასულ დღეს.
“მგონი დროა წავიდეთ” არსაიდან ჩნდება პეტერი, იმ სკამზე ჯდება, სადაც წამის წინ ფეხები მედო, მერე ჩემს ტერფებს ხელებში იქცევს და მსუბუქ მასაჟს მიკეთებს, მეღუტუნება, მაგრამ, სასიამოვნოდ, სანაცვლოდ მხოლოდ ვუღიმი და ფუჟერიდან ვარდისფერ შამპანურს ვწრუპავ, ალბათ მეათასე ყლუპია, არასრულწლოვანივით მთელი დღეა ჩუმად ვსვამ, ახლა კი ეს აღარ მადარდებს, პეტერი არ იმჩნევს, ხელის მსუბუქი მოძრაობით იხვეტს თმას კეფისკენ და ისევ ჩემს ფეხებს უბრუნდება.
  სმოკინგის ნარჩენები აცვია, მუქი ჟილეტი, თეთრი პერანგი და გახსნილი ბანტი, ისიც დაღლი და შემთვრალი ჩანს, სიგარეტის და სპირტიანი სასმელის  სუნს აფრქვევს.
  “დღეს არ მითქვამს რომ საოცარი იყავი… ძალიან ლამაზი”
დღეს ჩვენ ერთ-ერთი ვიყავით ნეფე  დედოფლის მეჯვარეებიდან, მე  საზაფხულო, რეტრო სტილის ატმისფერი, ატლასის კაბა მეცვა, თმებზე ასეთივე ატლასის ნაჭრის ბანტით, პეტერს შავი სმოკინგი… ჩვენ იოსთან და ლუსისთან ერთად ვიცინოდით დღეს, ვცეკვავდით… ღმერთო ჩემო, დღეს არარეალურად კარგად იყო ყველაფერი.
   ნელ ვალსს ვცეკვავდით გარეუბანში, ლუსიანას საერთო საცხოვრებლის უკანა ეზოში გამართულ საცეკვაო მოედანზე, ისე ვყავდი მიხუტებული, თითქოს სურდა ერთ სხეულად ვქცეულიყავით, რომ არასოდეს დავეკარგე.
   “ვითომ უკვე ჩაფრინდებოდნენ?: ვკითხულობ გულუბრყვილოდ
  “სადღაც საფრანგეთის თავზე იქნებიან, ან ოკეანის, შენ რა, მათ დაბრუნებამდე აქ უნდა იყო?”
   “არა წავიდეთ!”
  უკან ვიტოვებთ ჯერ ისევ ხმაურიან ეზოს და წყნარ შუკაში გავდივართ, სადაც  ჯერ ისევ დგას რამოდენიმე მანქანა.
  For all these times you stood by me… ვღიღინებ გონებაში, მერე ხმამაღლა, პეტერი სევდიანი ღიმილით  მიყურებს და ხელს მაგრად მიჭერს ხელზე,
 ნეტა რატოა ასეთი სევდიანი?
 ა,ხო მე მალე უნდა მოვკვდე!
  დღეს ეს არ გამხსენებია და ხვალამდე ამის გახსენების უფლებაც არ მაქვს
“ამ წამს მთელი სხეულით მინდა ჩემში იყო” დაუფიქრებლად ვამბობ და წამით ვწითლდები, ალბათ ამდენი სასმელის ბრალია.
 “მე კიდევ ეგ ყოველთვის მინდა, სამუდამოდ, რომ ყოველთვის შეგიგრძნო”
 ყელში ცრემლების ბურთი მეჩხირება და ვაიძულებ იქვე დარჩეს, არ უნდა ვიტირო!
 ჩემი ქუჩისკენ მიმავალ აღმართს ვათავებთ, ოდნავ დამღლელია, მაგრამ რას დაგიდევთ, სახლისაკენ მივდივართ, ჩვენი ბუნაგისკენ, სადაც, ვიცი კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ღამის გატარება მელოდება.
  ქუჩა ცარიელია, ტოტებგაბარჯღული ხეები ღია სივრცეს იყოფენ, ჩვენს თავს ზემოთ, მაღაზიების მოციმციმე აბრები ლამპიონების შუქს შერევიან, საიდანღაც მკვეთრად ისმის წყლის შხაპუნის ხმა, ტკბილი გაზაფხულია უნგრეთში, ბოლო და ყველაზე ტკბილი, პეტერმა არ იცის რომ სლოვაკეთში დაბრუნება გადავწყვიტე, მინდა დარჩენილი დრო  იქ გავატარო, უძღები შვილი სამშობლოს დავუბრუნდე და მანაც ისევ ჩამიკრას გულში, მაგრამ როგორ გინდა პეტერს ეს ვუთხრა?!
   სახლის კარს ქურდებივით ვაღებთ, სადღაც შორიდან მატარებლის კივილი ისმის… ჩაგვავლეს! ორივე  ვიცინივართ და სირბილით ავდივართ კიბეებზე, პეტერი მაშინვე სააბაზანოსკენ გარბის და მერე უნიტაზის ბაკნის დაცლის ხმასთან ერთად მისი ხმაც მესმის “მთელი საღამო მინდოდა”
   სანამ მე  ფეხსაცმელს ვიხდი პეტერი ჩუმად მიდის მაგიდასთან, ზედ ნაბეჭდი და ხელნაწერი ფურცლები ყრია, ჩემი ნამუშევარი,  ლამპიონის მკვეთრ შუქზე ნაწერს აკვირდება…
  “არ წაიკითხო!” ლამის ვყვირი და წამის მეათედებში საწოლს ვახტები
 “რას წერ?”
 “არაფერს!” ფურცლებს უჯრაში ვყრი
 “მითხარი რას მიმალავ?”
 “დაივიწყე, რომ მოვრჩები მერე წაგაკითხებ, თუნდაც მილიონჯერ”
 “მე მხოლოდ ერთხელ თვალის შევლება მინდოდა”
  ხელს თმაში მიცურებს, ნელა, მერე მკოცნის ყელში, ლოყაზე, ტუჩებში, ვგრძნობ როგორ მეხება მისი ენა ღრძილებზე და ოდნავ თამბაქოს გემოს მიტოვებს
 “ხომ არასოდეს არ წახვალ?” მეჩურჩულება.
 ლოგიკურია ახლა ვპასუხობდე “კი” და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუყვებოდე, მაგრამ ვამბობ “არასოდეს” და საპასუხოდ მეც ვცდილობ ახალგაპარსულ, რბილ კანზე მგრძნობიარედ და სველად ვაკოცო,
  “შუქი აანთე!” ვეუბები, იმავე ხმით
 გაოცებული მიყურებს
  “დარწმუნებული ხარ?”
  “აანთე!”
 უეცარი, მკვეთრი სინათლე თვალს მჭრის, პეტერიც თვალებმოჭუტული დგას კედელთან და წარბქვეშიდან მიყურებს,
 “დღეს ჩვენც პირველი ღამე გვაქვს?”
 “რაღაც მაგის მსგავსი”
  ჟილეტს იხდის და ჩემსკენ მოდის, წამით შიშის გრძნობა მიჩნდება, როგორც ყოველთვის, მერე კი, როცა  მეხება ვდუნდები და უღონოდ ვეკიდები კისერზე… ღმერთო, მაკიაჟიც კი არ მომიშორებია, ალბათ ისე გაუჭირდებოდა ასეთი მგრძნობიარე ყოფილიყო
  “არასოდეს დაგტოვებ, გპირდები, სულ შენთან ვიქნები, ვიქნები მაწანწალა ძაღლი გვერდით რომ ჩაგივლის, ბავშვი რომლის ნასროლი ბურთიც შემთხვევით მოგხვდება პარკში, პაციენტი რომელიც თავის მარტოობაზე და გარიყულობაზე მოგიყვება, ვიქნები გამაღიზიანებელი გამყიდველი, და გოგონა რომელიც პირველი შემოგხედავს ბიბლიოთეკაში და გკითხავს თუ რა წიგნს კითხულობ…”
  ზედმეტი მომდის, ალბათ ვერ აცნობიერებს რას ვამბობ, ალბათ უკვე ექსტაზშია შესული, ნელა მოგზაურობს მისი ხელი ჩემს სხეულზე, ზემოთ-ქვემოთ, სახეზე, კისერზე, ზურგზე, მერე ღილებს პოულობს და გრძელი, სანთელივით ჩამოქნილი თითებით გახსნას იწყებს.
  ერთი… ორი… ვითვლი და მეც ვცდილობ მისი პერანგის გახსნას.
  სამი… ოთხი… წელსზევით უკვე შიშველია, ჩემს გახდას კი რატომღაც აჭიანურებს.
  სინათლეზე ვხედავ  ტანზე ამოსულ ყოველ ღერ ბეწვს, მქრქალ კანზე დაყრილ ჭორფლის ლაქებს და რამოდენიმე ფერიმჭამელას.
  “არ მყოფნი” ვჩურჩულებ და რაღაც უფრო მეტი მინდა, აუწერელად მეტი ვნება, რომ კანიც შემოვიხიო და უფრო გავსისხლხორცდეთ.
  ის უფრო მკვეთრად, სისოვლით მიწყებს კოცნას, მისი ხელები კი აგრძელებენ  ხუთი.. ექვსი… შვიდი… ხელებს ნაზად მისმევს მხრებზე  და წამში კაბა იატაკზე ვარდება, მერე ტანის ფორმას ხაზავს, ისევ დაცურავს მისი ხელები ჩემს კანზე, თეძოებზე, ზურგზე, პოულობს კორსეტის შესაკრავს და წამში ხსნის, ვგრძნობ როგორ მეძაბება მკერდი მისი შეხების მოლოდინში…
 დღეს ისეთი ნათელი, რეალური და მძაფრია ყველაფერი… ვნების ტალღები მთელ ტანში მივლის  და სადღაც მეცხრე ტალღაზე ვწწვეტ არსებობას ვეშვები ვარდისფერ უფსკრულში, დავფრინავ და მხოლოდ მისი შეხებაღაა რეალური…


  

No comments:

Post a Comment