ამჯერადაც გადავრჩენილვარ, აზროვნების უნარი რადგანაც
შემრჩა.
თეთრი პალატა დღის
შუქითაა სავსე თოვლის თეთრი შუქით, როგორც ჩანს ნამდვილი ზამთარი მოსულა, მოვიდა და
დაიწყებს ჩემი სულის წოვას. ალბათ წინათგრძნობაა, რომ მგონია გაზაფხულამდე ვეღარ გავატან.
ლუსიანა ალბათ სამსახურში წავიდა, როგორ მომენატრა იქაურობა, სტამბის დაგუდული,
ცელულოზას სუნი, მტვერი და ხმაური.
ოთახში ჩუმად შემოდის მაღალი, ხმელი კაცი, ხელში ყავის ჭიქა და შაქარი უჭირავს,
გაღვიძებულს რომ მხედავს მიღიმის და ჩემს საწოლთან დადგმულ სკამზე ჯდება
“უკეთესად ვგრძნობ თავს, მადლობთ”
ვცდილობ გავიხსენო საიდან მეცნობა, არადა ვიცი სადღაც მყავს ნანახი. გონებას
ვძაბავ, მაგრამ არაფერი გამოდის
“გუშინწინ ლუსიმ შენი წერილი გამომიგზავნა ფაქსით, როგორც ჩანს არ გინდოდა წამეკითხა
მაგრამ ჩემს ხელში მაინც მოხვდა.”
“რომელი წერილი?”
“გაუგზავნელი”
“ვერ ვხვდები”
“მაშინ მეც ვიყავი დამნაშავე, როგორ არა, მაგრამ ჩემს ძალებს აღემატება ვიჯდე
და გიყურო უქმად როგორ კარგავ შენს ოქროს დროს”
ეს კაცი მომწონს, სიმპატიურია, ღრმად ჩატეხილი ტუჩები და სწორი, გრძელი ცხვირი
აქვს, თუ უნდა დარჩეს, მელაპარაკოს.
“როცა გამოჯანმრთელდები შენთან წამოვალ”
საპასუხოდ მხოლოდ ვუღიმი, მინდა ვკითხო ვინაა, მაგრამ მეშინია, ამით ყველაფერი
არ გავაფუჭო.
კაცი ფრთხილად იღებს ჩემს ხელს, ხელებს შორის იქცევს და თბილად კოცნის.
“არადა შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ”
მართლაც, რომ ვიცოდე როგორ ვუყვარვარ
No comments:
Post a Comment