Friday, August 9, 2013

ფიქრი მეექვსე

   აი, როგორც იყო მარტი მოვიდა... მოვიდა საშინელ ხასიათზე... ველურივით, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია სიცხეც და სიცივეც და  ერთმანეთში ისე ურევს თავბრუს მახვევს, ცას ლურჯი შეერია ნაცრისფერში, ყველაფერი სუნთქვისკენ, სიცოცხლისკენ მიიწევს და ეს მე ჭკუიდან მშლის...
  ჩემი ცხოვრება ისევ ისეთი –მდორე. მთელი ზამთარი  გავატარე ჩემს ბუნაგში, ისეთ ანაბიოზში რომ გულისათვის არაფერი მიმიკარებია. საშობაოდ შინ ვიყავი კვირით. ჩემები ისევ ისე დამხვდნენ, ოღონდ ამჯერად მართლა, როგორც ავადმყოფს ისე მიყურებდნე, არადა არფერი მჭირს. მართლა ცოტა წონაში დავიკელი და თვალის მიდამოებიც ოდნავ გამიშავდა, მაგრამ მომწონს კიდეც, ვთვლი რომ მიხდება.
    ცა საწვიმრად ემზადება.
   ეს ზამთარი  როიალზე დაკვრის შესწავლას დავუთმე, შევეცადე გამეხალისებინა ცხოვრება და რაღაც გამომივიდა. ყველაზე სასიამოვნო გრძნობა იყო კლავიშებს შიშით, მსუბუქად რომ შევეხე და პირველი აკორდი ავიღე, ვთვლი რომ ახლა რამოდენიმე კომპოზიციას თავისუფლად ვუკრავ, ისე რომ მთელ ჩემ თავს ვაქსოვ შიგ, ვაპირებ ერთ ბარში დაკვრას, რამოდენიმე ადამიანთან ერთად, და წარმოიდგინე რაფაელიც ჩემთანაა, გიტარით.
    ჩემი ფრანგი... ნაცნობი გახდა რაფა, რომელმაც იოსის წვეულების მერე თვითონ მოისურვა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება. გამიკვირდა, თავიდან არც მინდოდა, მაგრამ არ მომეშვა და კარგი ადამიანიც გამომადგა. ყველანაირად შეეცადა ჩემთვის "What a Wonderful World" დაენახებინა, თავისი ჰიპური ტურებით უნგრეთში.

 ასეა.. ახალი ადამიანი შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში.


"მარიკა..."
ჩემი სახელის გაგონებაზე მივბრუნდი, აბოლებული დუნაის ნაპირიდან თმაგაჩეჩილი, გაუპარსავი ბიჭი მორბის...
"მარიკა ხო?!"
" დიახ, ვინ ბრძანდებით?"
"ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს!"–რაღაცნაირად იღიმება

"რაღაც არა მგონია" 
მივდივარ....

"მოიცა, მოიცა... ვიცნობთ"
"საიდან?"
"კი ვიცნობთ..." ფიქრობს "კაფიდან"
" რა გინდა მითხარი, სახლში მეჩქარება"
"მორჩი რა, ნახე, ჩემნაირი სიმპატიურ ბიჭს უნდა, შენი გაცნობა..."
  "სამაგიეროდ, ჩემნაირ ლამაზ გოგს არ უნდა, მომეშვი!"-გზა გავაგრძელე
  –come on man!
  ცოტა ხანი რაღაცას ყვიროდა და მერე გაჩუმდა. ესღა მაკლდა, ისედაც მთელი დღე მოშხამული ვარ, ვიღაც გასიებული ჩინოვნიკი ინტერვიუზე არ მთანხმდება.
  ბოსტნეულის მაღაზიაში გამყიდველი ამიშარდა.
 "იმიტომ ღირს ძვირი, რომ ჩემს ბაღშია დაკრეფილი, თუ არ გინდა წადი და მარკეტში იყიდე"...

ხანდახან მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ ამხედრდება ხოლმე და მე უბრალოდ მინდა რომ ყველა დავხოცო და გავაქრო,...

No comments:

Post a Comment