Friday, August 9, 2013

ფიქრი მეშვიდე

   დღეს თითქოს დალაგდა მოვლენები.

   მიმღებში დამახვედრეს: ივან საბომ დაგირეკა, ინტერვიუზე დაგთანხმდა, 13–დან 14–საათამდე.
 "ოჰ, ჭკუა გადატრიალებია ვაჟბატონს, მადლობა ედიტ, ყავა მომიტანე თუ შეიძლება... მადლობა.
 კაბინეტის სიღრმეში, მამაჩემის ღვინის კასრივით გატიკნილი, თვალებჩასისხლიანებული დეპუტატი საბო ზის, გულისამრევად გადაწოლილა ტყავის სავარძელზე და სიგარეტს ეწევა.
"ოჰ, თვით ცნობილი მარია კანეა ჩემს კაბინეტში"–სისინებს და იღიმება
   ყველა ჩინოვნიკი ერთნაირია, გაბღენძილი, მოთაფლული შხამით გელაპარაკებიან და თვალებით გწოვენ ყველაფერს დადებითს.
   45 წუთი ასეთივე შხამიანი ენით მიკიბ–მოკიბულად მელაპარაკა, თუმცა მთავარი მაინც გამოვწოვე.
 "მაშ ასე ქალბატონო კანე, იმედი მაქვს კალამს შეაბლაგვებთ, მაინც, რამე პრობლემა რომ არ შეგექმნათ".
"მუქარა ბატონი ივან საბოსგან? რაღაც ახალია."
"როგორც გინდათ ისე მიიღეთ, მე გაგფრთხილეთ"
  
   გაანჩხლებული შეევარდი ბუშესთან:
"გაფრთხილებო ტომას, ის ავანტიურისტი მისტერ სქელი საჯდომი დამემუქრა, გესმის?"
"რამე ისეთს შეეხე?"
"მხოლოდ თემის გარშემო, მაგრამ აშკარაა რაღაც დიდშია გახვეული ეგ იდიოტო"
"ჯერ შეარბილე მარიკა, ნაწერი და მერე ვნახოთ თავს როგორ გამოამჟღავნებს"
"დავნებდე?"
"არც მე მსიამოვნებს, მაგრამ მთლიან რედაქციას ვერ ჩავაგდებთ საფრთხეში... დაისვენე, თავს მიხედე და ხვალ საღამოს კორექტორს გაუგზავნე სტატია"


   ძალიან ძნელია ჟურნალისტობა, ყოველთვის ვვოცნებობდი, მაგრამ არასოდეს არ მეგონა ასეთი საშინელება თუ იქნება, მუდმივად სტრესი, დაძაბულობა,  როცა ასეთ სიტუაციაში ვვარდები, ძალიან  მიჭირს წერა, ჩარჩოებში მსვამენ და ამას ვერ ვიტან, უნდა ზომო ყოველი სიტყვა კითხვის და ძახილის ნიშანი, თუ არა და კორექტორი ბრძოლის ველივით გადაწითლებულ თაბახს დაგიბრუნებს უკან...
   უკვე შვიდი საათი იყო, ჯერ ნახევრიც არ მქონდა დაწერილი, კარზე ზარის ხმა რომ გაისმა.
რაფაელი იყო.
არადა არავის დანახვა არ მინდოდა.
"საღამო მშვიდობისა მარიკა, როგორ ხარ?"
"საშინელი დღე მაქვს რაფა, როგორც იქნა ვეღირსე საბოსთან შეხვედრას, და ეხლა ბუშე მთხოვს მოზომილად წერეო"
"დღევანდელი გაკვეთილი გადაიდო ხო?"
"სულ დამავიწყდა..."
"არა უშავს ამი, რომ მოიცლი მერე იყოს"
"შემოდი  ყავა დავლიოთ"
 მაოცებს რაფაელის თავდაჭერილობა და სიმშვიდე, ნებისმიერ მომენტში, საუბარიც ისეთი აქვს ლულაბაისავით მოქმედებს ჩემზე და მამშვიდებს. დღესაც გვიანობამდე ვისაუბრეთ ათას სისულელეზე და მართალია გითხრათ მისი წასვლის მერე უფრო მშვიდად დავწერე დანარჩენი "შერბილებული" სტატიაც.. 

No comments:

Post a Comment