"რას ამბობ ბეწვზე გადარჩი."
"არ ღირდა ასე გადარჩენა, კიდე რამდენი ხანი უნდა ვებღაუჭებოდე ამ ყოველდღიურობას."
ლუსიანა გაცეცხლებული დამდგომია თავზე და კიდევ ერთ ლექციას მიკითხავს სიცოცხლის სიყვარულზე, სრულიად უაზროდ.
წამალი არ დავლიე გუშინ, ვცდილობდი ისე გამეძლო ტკივილებისათის, მაგრამ ვერ შევძელი და გონება დავკარგე, მეგონა დავამთავრებდი ყველაფერს.. რაფაელს რომ არ მოესწრო... რომ არ მოესწრო! რაფაელს ხმას არ ვცემ, არც თვითონ.
გაზაფხული მოვიდა , მარტის ბოლოა, დუნაის ნისლმა ქალაქს ჭირი მოჭამა . დათბა და მე ისევ, უკვე მერამდენედ მარტოობის გრძნობა დამეუფლა, მარტო ვვახშმობ და მოწყენილი მივჩერებივარ ჩემს მოპირდაპირედ მდგარ ცარიელ სავარძელს,, ხანდახან რაფაელი ავსებს ხოლმე მას, თუმცა "მისი" არ ქვია, ისევ მინდა რომ მესაკუთრე გამოუჩნდეს, მაგრამ არა და არ გამოჩნდა ის ერთადერთი.. ან ერთ–ერთი.. მეტირება!
ჩემს თანამშრომლებს ან ნაცნობებს რომ ჰკითხოთ მარია კანეზე:
"ძლიერი, მიზანდასახული და მხიარულია".–გეტყვიან. ცოტამ თუ იცის რა ვარ სინამდვილეში. ძალიან დიდ ენერგიას ვახმარ ამ ნიღაბს, ისე რომ საბოლოოდ მეც მავიწყდება როგორ ვარ. როცა ნამდვილი სლოვაკეთის პროვინციაში გაზრდილი მარე თავს გამოაჩენს ხოლმე მიკვირს: " რას ვაკეთებ, მე ხომ ასეთი არ ვარ". გარშემო ყოველთვის უამრავი ხალხი მახვევია, წვეულებებზე, ვახშმებზე, მოგზაურობებში, მაგრამ სახლში ყოველთვის მარტო მოვდივარ ცივ საწოლში ვწვები და გაფართოებული თვალებით ვათვალიერებ ოთახში გამეფებულ ყვითელ შიშს.
ტელეფონზე რაფაელი მირეკავს, მოუსალმებლად მეკითხება: "კინოში წამოხვალ? მაქსი გადის, შენი მსახიობი მონაწილეობს."
მეც მოუკითხავად ვეთანხმები და სიამოვნებით ვიწყებ ფიქრს მომავალბედნიერ წუთებზე, მაქსის გამოსვლას ხომ ამდენი ხანი ველოდი.
ხასიათი მიკეთდება ვატყობ.

No comments:
Post a Comment