Friday, August 9, 2013

ფიქრი მეცხრე

   როგორც იქნა, სააღდგომო ნომრისათვის ყველაფერი მზადაა და ოთხი დღე სიწყნარეში შემიძლია გავატარო.

    აქამდე ლუისიანასთან ვიყავი, ჩემგან 10 წუთის სავალზე ცხოვრობს. ლუისიანა წარმოშობით აგენტინიდანაა, თუმცა უკვე ექვსი წელია აქ მარტო ცხოვრობს. ლამაზია ლუსიანა, საშუალო სიმაღლის, მოხდენილი, თაფლისფერი  ტალღოვანი თმით, უზარმაზარი შავი თვალებით და მუქი ფერის კანით. ადრე ლუსიანა მოდელად მუშაობდა თურმე ბუენოს აირესში, რომელიც თავისი ბიძაშვილის ჯარში წასვლის გამო შეწყვიტა. ლუსიანა ყველაზე მიუწვდომელი იყო რედაქციის თანამაშრომლებს შორის, მიუხედავად იმისა რომ ნებისმიერ მამაკაცს შეეძლო მოფერებოდა ან ეკოცნა, როცა საქმე სექსზე მიდგებოდა ყველას პირშიჩალაგამოვლებულს ტოვებდა.
–რატომ არავის იყვარებ ლუსი, ან რატომ არ აძლევ უფლებას შეგიყვაროს ვინმემ? – კითხა ერთხელ გაბურძგნულმა იოსმა
–ლუსიანას გული გატეხილია– გაიხუმრა ვიღაცამ და ყველამ გაიცინა.


   არადა მისი გული მართლაც გატეხილი იყო. ამაზე ლაპარაკს რომ მორჩა, მხოლოდ მაშინ გავიაზრეთ რაც ხდებოდა და პირები დავაღეთ.
    საქმე ინცესტში იყო. ბიძაშვილებს შორის, მაგრამ ლუსი ამას ისეთი მონდომებით და პატეთიკურად ყვებოდა, მათ რომანტიულ, ნაზ ურთიერთობას რომ სანამ თავისი ისტორიის ბოლოს არ ახსენა  სიტყვა "ინცესტი" ვერავინ ვერაფერს ჩაწვდა.


 მაგრამ გებრიელი საწვრთნელი ფრენის დროს დაიღუპა და განადგურებულ ლუსიანას შვება სულ უცხო ქვეყანაში, სრულიად უცხო კონტინენტზე უპოვია.
–ჩვენ ხომ არავის არეფრს უშავებდით, ასე რატომ გაწირა ჩვენი სიყვარული ბედმა.
  სიტყვა აღარავის დაუძრავს არც მაშინ, არც მერე, თუმცა მაგიდასთან მსხდომებს თვალი რომ გადავავლე, ზოგიერთებისგან იმდენი ზიზღი და შეშფოთება მოდიოდა, გავშრი.
  და ასე. მოვდივარ ლუსიანასგან, ჩემი საღებავაქერცლილი ველოსიპედით, ტალახში ამოსვრილ კედებში წყალი შემივიდა  და მცივა, მაგრამ მე ისევ ლუსიანაზე ვფიქრობ.
   შეღამებულზე ვბრუნდები სახლში. კარებს  ვაღებ და ისევ მეცემა სიმარტოვის მწარე სუნი. მინდა მივეჩვიო ამას, მაგრამ არაფრით არ გამოდის, ყოველთვის ისე შევიგრძნობ ამას, როგორც პირველ ჯერზე. გამათბობელში ისევ შუშხუნებს წყალი. მუქი ფერის კიბეს სწრაფად ავდივარ და Here We Are! ჩემი სამფლობელო უკვე ჩაბნელებულია. მისაღებში მაგიდაზე ცარიელი ბროლის ვაზა დგას და პირდაღებული მიყურებს.
    სამზარეულო ქუჩის მხარესაა, მისი ფანჯრებიდან ლამპიონის ყვითელი შუქი შემოდის და საგნების ჩრდილებს კედლებზე ხატავს. ნიჟარა სავსეა გასარეცხი ჭურჭლით, მაცივარი ცარიელი. ტიპიური კვირის ბოლოა. გამოვიცვლი ტანსაცმელს და გავრეცხავ.
   საძინებელში ყველაფერი თავდაყირაა, ფანჯრებზე შავი ჟალუზებია ჩამოფარებული, სამუშაო მაგიდა არეულია, ასევეა საწოლი და კარადა. როცა ვმუშაობ სტატიაზე, თავს არაფრისთვის ვიკლავ, მაინც ვერავინ ხედავს ჩემს არეულ ოთახს ვერც რაფა, ვერც დედაჩემის ყოვლისმხედველი თვალი, ლუსიანას კი ფეხებზე კიდია ჩემი ოთახის მდგომარეობა.
   მე და ლუსიანა მეგობრები არ ვართ, უბრალოდ მასთან ყველაზე მარტივია ურთიერთობა, არ გთხოვს არაფერს, არც გაგებას, არც ყურადღებას. ყველაზე უშუალოა და ადვილად ლაპარაკობ მასთან ყველაფერზე. ხშირად მჩუქნის საჩუქრებს, განსაკუთრებით ორიგინალური შეფუთვის კონდომებს, ერთხელ რომელიღაც წვეულებაზე ვთქვი, რომ ძალიან მინდოდა  რამე არაორდინალური კოლექცია მქონოდა და ლუსიანამ გადაწყვიტა, ეს ყველაზე შესაფერისი იყო "თან როცა მოგბეზრდება, გადაყრა არ მოგიწევს, გამოიყენებ"–ო. მე მომწონს მისი ყურადღება და თანადგომა
  რადგან დღეს აღარავის ველოდები პიჟამას ვიცმევ და ბურთისხელა ჩუსტებით სამზარეულოში მივფრატუნობ ჭურჭლის დასარეცხად.
   ეს ესაა რეცხვა დავამთავრე, ზარის ხმამ დაამსხვრია სიჩუმე.
  ეხლა თუ ეს რაფაელია ალბათ მოვკლავ.
   იმავეს ვიმეორებ ყვირილით, თან კიბეზე ჩავრბივარ. კარის ლინზიდან ყვავილების გარდა ვერაფერს ვხედავ, თვალი საათისკენ გამირბის. 10 საათია.
 არაა, რაფაელი ამ დროს არ მოვიდოდა–თან კარს ვაღებ.

    რაფაელი არაა, სხვაა.. შავი, ოდნავ ხვეული თმები აქვს, შავი, აწრიალებული თვალები და წვერი. მუქი ფერის პალტო აცვია და ტყავის ხელთათმანები.
   კარი რომ გავაღე წამით გაშეშდა, მერე მორცხვად გაიღიმა და მომაშტერდა.
  „რა გნებავთ?“
 „მარ..“-კედელზე აბრას შეხედა-„მარია კანე ხართ?!“
 „დიახ!“
ისევ გაიღიმა, ჩაფიქრდა და თქვა: „წავიკითხე თქვენი ორშაბათის სტატია“
უეჭველი საბოს კაცია
„ბატონ ივან საბოს გადაეცით, რომ ჩემს პირობას ვასრულებ!“ ვუთხარი უკმეხად და კარი მივაჯახუნე.
   ამ თვეში უკვე მესამედ დავწერე სტატია, რომელშიც ივან საბო ფიგურირებდა და ამ სამმა სტატიამ მთელი 30 დღე მომიწამლა, დავღალე კომპიუტერის კლავიატურა. არ ვიცი ბუშემ „არალეგალური იარაღის“ თემა მაინცდამაინც მე რატომ ჩამაბარა, იქნებ იმიტომ რომ თუ საბოს მოგზავნილები, იქნებ მომკლავდნენ, ყველაზე ადვილი გადასატანი რედაქციისთვის ჩემი სიკვდილი იქნებოდა, თუმცა არა, მხოლოდ ცოტამ თუ იცოდა ჩემი ავადმყოფობის შესახებ.
  „მოიცა!“ ხელით დაიჭირა კარები „საბო არაფერ შუაშია, სტატიაზე სხვათა შორის შევნიშნე“
„აბა?!“
„ყვავილები შენ“ მომაჩეჩა ლავანდების თაიგული
„მადლობა... ვიცნობთ ერთმანეთს?“
„არა... უფრო სწორად კი... რამოდენიმე ხნის წინათ შევხვდით ქუჩაში, მაშინ მარიკა დაგიძახე, გახსოვთ?“
   კი, გამახსენდა, მომაბეზრებელი ტიპი, რამოდენიმე კვარტალი უკან რომ მსდია...
„სიმპატიურიო ხო?!“ გამეცინა
„ხო“ მორცხვად დახარა თვალები.
„არც მაინცდამაინც სიმპატიური ხარ... კარგი, ყვავილებისთვის მადლობა, ნახვამდის“
„მოიცა! სადმე დაგპატიჟო შეიძლება?“
ესღა მაკლდა, ვიღაცას ჩემი მოწყენილი კვირის ბოლო დღის ჩაშლა უნდა.
„არა, ვიძინებდი“
„კარგით რა, ჯერ ხომ ათი საათია“
„ოხ, კარგით, ჩავიცვამ“ ცხვირწინ მივუჯახუნე კარი და კიბე ავირბინე...
ცუდად მოვიქეცი, უკან ჩავბრუნდი...
კარი რომ გავაღე იგივე პოზაში დამხვდა, როგორც დავტოვე.
„შეგიძლიათ შემოხვიდეთ“ როგორც შევძელი თავაზიანად გავუღიმე.
...............................................
რესტორანში ვიყავით.
აღმოჩნდა რომ პეტერი ქვია, ჩემზე ექვსი წლით უფროსია, ფსიქოლოგია და თან ლექციებს კითხულობს.
„ქუჩაში რომ დაგინახეთ, იმის მიუხედავად რომ გაბრაზებული სახე გქონდათ, მომინდა თქვენი გაცნობა და სათითაოდ დავიწყე იმ სახელების ყვირილი რომელიც ენაზე მომადგა.. მერე სახლამდე გამოგყევით და თქვენი ვინაობაც და პროფესიაც მერე გავიგე“
„მე ვერც კი წარმოვიდგენდი, ვიღაც გადარეული უკან თუ მომყვებოდა“
ჩაიცინა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.
ვიღაცას მაგონებდა, კუპრივით თმით, მაღალი შუბით, თხელი წვეტიანი ცხვირით და თხელი, ჩატეხილი ტუჩებით, რომ ლაპარაკობდა და იღიმებოდა წინა ორი კბილი უჩანდა, რაც ბავშვურობას მატებდა, საუბრობდა სუფთა ინგლისურით, უაქცენტოდ, სხარტად, მხიარულად, სიცოცხლის ძლიერი ნაკადი მოდიოდა და უკვე იმდენი გროვდებოდა ჩემს გარშემო რომ-- „დავიღალე, უნდა წავიდე“-შევაწყვეტინე საუბარი.
„ჯერ ხომ თორმეტიც არ გამხდარა“
„ჩემთვის უკვე შუაღამეა“
სახლამდე მომაცილა, ეტყობა არ ვეთმობი, ათას უაზრობაზე მელაპარაკება...
„ღამე მშვიდობისა“ გავღე სახლის კარი
„მარია, მარია“ მკლავზე მომკიდა ხელი „იქნებ ტელეფონის ნომერი მომცეთ, დაგპატიჟებდით კიდევ სადმე“
„იცით პეტერ, საერთოდ თქვენნაირ ადამიანებს ვერ ვიტან...“
„როგორ ჩემნაირს?!“
„აი ესეთს, გაბურძგნულს, მოუწესრიგებელს, არაკონსერვატიულს“
„ჰმმ.. ცდებით, და საერთოდ, ყველა კონსერვატიული ხომ ვერ იქნება?! მაგრამ, რატომ დამთანხმდით მაშინ?“
„უარი რომ მეთქვა კარებზე გაუთავებელ რეკვას ატეხდით, ხომ ასეა?“  დასტურის ნიშნად თავი დამიქნია „მარტო თქვენ არ იცნობთ ადამიანის ფსიქოლოგიას“
„მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ არც თქვენი ტელეფონის ნომრის გაგება გამიჭირდება, მომავალ შეხვედრამდე, მარია“ ხელი დამიქნია და დინჯად დაუყვა ქუჩას მეტროსკენ.

No comments:

Post a Comment