სანახევროდ ჩაბნელებულ სასადილოში ვსხედვართ მე და ლუსიანა, იოსი ყავის და ფუნთუშების მოსატანადაა წასული... სადაცაა ექვსი საათი გახდება დამღლელი დღის შემდეგ ახლობლებთან ერთად დაჯდომა და საუბარი მისწრებაა...
„კი მაგრამ წესიერად რატომ არ მიყვები?“ დღეს უკვე მეოთხედ მიუბრუნდა სამჯერ დახურულ თემას.
„იმიტომ რომ მე უკვე მოვრჩი მაგაზე, არ მინდა გონება მაგ ამბავზე ფიქრით დავიძაბო“
„რაო გოგოებო რა ხდება?“ პოდნოსით დაბრუნდა იოსი. დღევანდელი დღე ისეთი გამონაკლისი იყო როცა სამსახურში სუფთად გაპარსული მობრძანდებოდა ხოლმე და სრულიად განსხვავებული შესახედაობა ქონდა.
„უკვე გითხარი რომ არ გიცნობ?“ შევეკითხე მოჩვენებითი გაკვირვებით.
„კარგი, არ გინდა, ალბათ შენს სახლშიც ისეთივე მდგომარეობაა, როგორც ჩემს სახეზეა ხოლმე“
„ნუ იგესლები იოს, მე სახლში შენსავით მონა-მსახური არ მელოდება, არ მახვედრებს ცხელ კერძს და არ მიკეთებს მასაჟებს კოჟრებზე“
„ეი, ბავშვებო ნუ კინკლაობთ, მარია მოყევი ახლა შენი ამბავი თორემ ჩემგან პრეზერვატივს ვეღარ ეღირსები“
„ო, ამას უკვე ვეღარ ავიტან, სუსტი წერტილი მიპოვე“ გადავიხარხარე, „კარგი, გნებდები“
„მოიცა პოპკორნს მოვიტან“
„გეყოფა იოს! გაჩუმდი და მოუსმინე“ გაბრაზდა ლუისიანა
„ორი თვის წინ ვიღაც ტიპი ამეკიდა ქუჩაში და ძლივს მოვიშორე, მეთქი დამნებდა, თურმე სახლამდე მომყოლია, სამი კვირის წინ სახლში მომაკითხა და რესტორანში დამპატიჟა, გამომშვიდობებისას, ნომერი მთხოვა მაგრამ არ მივეცი...“
„ყოჩაღ მამიკო, მისცხე მაგას!“
„იოს!“ მკაცრად თქვა ლუსიანამ
„შენი ვინაობა თუ გავიგე, ნომერსაც ადვილად გავიგებ, შეხვედრამდეო და მორჩა, იმის მერე აღარ გამოჩენილა“
„ობიექტის ვინაობა?“
„პეტერი, გვარი არ ვიცი“
„33 წლისაა, მარტო ცხოვრობს ბუდაში, უკვე 10 წელია“
„საქმიანობა“
„ფსიქოლოგი, კერძო კლინიკაში მუშაობს და ლექციებსაც კითხულობს“
„დამატებითი ფიზიკური მახასიათებლები“
„შავი, შესაკრეჭი თმა, მუქი ფერის დიდი თვალები, მაღალი, იცვამს სოლიდურად, საუბრობს სუფთა ინგლისურით“
„ყოჩაღ! ჩემგან რაღაც მაინც გისწავლია“ ინფორმაციით დაკმაყოფილებული ლუსიანა სკამზე გადაწვა.
„რას იზავ, პროფესია მაქვს ასეთი“
„ახლა რას აპირებთ?“ შეშინებული სახით გადმოგვხედა იოსმა, თითქოს ეს ესაა სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანეთ
„არაფერს“
„ველოდებით“ ერთად ვთქვით მე და ლუსიანამ
„მაშინებთ გოგოებო“
„იოს რა საყვარელი ხარ!“ სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი და თეთრ პუტკუნა ლოყაზე ხელი მოვუთათუნე.
„ოი, ღმერთმანი, ამ ღვარძლიან დედაბერს ქათინაური გამოვტყუე, მარია კანემ ქათინაური მითხრა!“ ღმად ემოციურად წარმოთქვა
„თავში ნუ აგივარდება ეხლა“
გაზეთის, ერთ-ერთი კორექტორი იოს , ბუდას ცენტრალურ უბანში ცხოვრობდა, თავისზე 6 წლით უფროს საყვარელთან, უკვე ხუთი თვე ხდებოდა, ქალის მასთან გადასვლის პირველ დღესვე გახარებული მოვიდა ჩემთან იოსი და მომახარა: „მარია, შენს რჩევას დავყევი და მოსამსახურე ავიყვანე“
„ყოჩაღ ვინაა?“
„ ერთი ბებერი ბოზია“
არა, სულაც არ არის ცუდი ქალი, დაახლოებით 40 წლისაა, სავსე თეძოების და მკერდის პატრონი, ძალზე ნატიფი ხელები და ჩამოქნილი ფეხები აქვს, ცისფერი დიდი თვალები და მზით გარუჯული კანი, ისეთი შეხედვისთანავე რომ მიგახვდრებთ რომ სოფლელია. უქმრო და კაცის ალერსს მოწყურებული ქალი, ხელის ერთ დაქნევაზე გამოიქცა 35 წლის სექსუალურად დაუკმაყოფილებელ კაცთან და რეგულარური სექსის სანაცვლოდ ლამის ფეხებს ულოკავს იოსზე და მის ბინაზე გადამკვდარი ანა. იოსს კი სულ არ ანაღვლებს მისი არსებობა. რჩება წვეულებებზე გვიანობამდე, დადის სხვა ქალებთან და გათენებამდე სვამს.
ქუჩაში მაისის საღამოს მზე აცხუნებს, ხალხი გამოფენილა და მომაკვდავი მზის სხივებს ეფიცხება. ველოსიპედით ვბრუნდები შინ, ნება-ნება, თან მზის სითბოთი ვტკბები. გამახსენდა ბრატისლავაში ჩემი ქუჩა, ნეკერჩხლის ხეებით გადაჭედილი, ქარის დროს შემაძრწუნებლად რომ შრიალებდნენ, მათი ყვავილების სუნი გაზაფხულობით და სულის შეძვრამდე მომინდა იქ ყოფნა.
ბრატისლავაში ოთხი წელი ვიცხოვრე, უნივერისტეტის წლები. ზუსტად იქ მეგონა რომ საუკეთსო მეგობრები გავიჩინე, გავუსინჯე პირველად გემო სასმელს, სიგარეტს, დილამდე უზომოდ ცეკვას, მაშინ მეგონა საუკეთესოდ ვცხოვრობდი, მაგრამ ეხლა რომ ვიგონებ საძაგლობა იყო ყველაფერი, ის ორგებიც, რომლებსაც ხშირად შევსწრებივარ და სადაც ყოველთვის აუტსაიდერის პოზიცია მეჭირა, გულს მირევდა ყველას მოქმედება და ამ შემთხვევებში ყველაზე არაამორალური პროცესიც კი-სექსი.
ჩემი თავის მკვირს რომ არასოდეს არავისთან არ ვწოლილვარ და უკვე ისეც აღარ მიკაწკაწებს კბილები ამაზე როგორც 16-17 წლისას. ჯერ მშობლების გამოისობით და მერე ჩემი დასკვნებითაც, გადავწყვიტე რომ პირველად მხოლოდ საყვარელ კაცთან დავწვებოდი, ამ ეტიკეტის მიკვრა კი ჯერ ვერავისთვის გამიბედავს, მეშინია შეცდომა არ დავუშვა.... ეს იქით იყოს და სახლს მივადექი.
ამჯერად სახლში სრული სიწყნარეა, გათბობა აპრილის ბოლოს გამოირთო, სასტუმრო ოთახის ფანჯრები ღია დამიტოვია, სახლში ოდნავ მკბენარი სიგრილეა, ალბათ იმიტომ რომ ჩრდილოეთ მხარესაა ფანჯრები... რამოდენიმე წუთში ყავის ფინჯნით ხელში ჩემს განუყრელ სავარძელში ვზივარ, ფეხები რაფაზე მიწყვია და ქუჩას ვათვალიერებ.
რა ვაკეთო?
და პირველად ვიწყებ ფიქრს პეტერზე.
ჩემთვის შესამჩნევად მაღალი იყო და თუნდაც ამიტომ უხერხულად ვგრძნობდი თავს, ისე რომ სულ თვითონ ლაპარაკობდა.
პეტერი, პეტერი, რამდენი სიხალისე მოდიოდა მისგან რომ ლაპარაკობდა, ამიტომ ვბრაზდებოდი მასზე, ჩემი ოპოზიტი რომ გამოდგა და ის რომ აქვს მას, რაც მე მაკლია.
მთელი საღამო, მინოდა თუ არ მინდოდა მასზე მეფიქრებოდა, წარმოვიდგინე რას აკეთებდა და ცოტა არ იყოს მომეწონა.
ჩემთვის უცხო სიტუაციაში ჩავვარდი, იმასაც კი ვიხვეწებოდი ნეტავ დარეკოს მეთქი.
უფრო გამიმძაფრდა მარტოობა, ლუსიანას ბრალია ყველაფერი, როცა მეგონა საერთოდ ამოვშალე გონებიდან ის არაფერისმაქნისი საღამო მეთქი, თავიდან გამახსენა და ახლა, ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, წარმოდგენებში ყველაფერი უნდა გავამუქო და მერე რომ არაფერი მოხდება გული უნდა მეტკინოს.
დღე დამთავრდა... არ დაურეკია


No comments:
Post a Comment