ზაფხული ქურდივით ეპარება ბუდაპეშტს. ხვარტი მოაქვს თან, მწველი მზე და სიმწვანე.
საღამოა უკვე, ჩემთვის საკმაოდ მელანქოლიური, ბიბლიოთეკის სამკითხველოს გაღებული ფანჯრებიდან ქვაფენილზე მანქანების ბორბლების რახა-რუხი და ჩიტების ჭიკჭიკი შემოდის. მთელი დღეა ძველ გაზეთებს ჩავკირკიტებ, საქმეს, რომლის მოთავებაც რამოდენიმე საათში შემეძლო, მთელი დღე მოვუნდი, აზრები მეფანტებოდა, ხან საით წამიღებდა გონების დინება, ხან საით. მახსენდებოდა სტუდენტობისას ბიბლიოთეკების სამკითხველოებში გათენებული ღამეები, უაზრო წვალება რომელმაც აქამდე მომიყვანა. ანაზდად, ჩემთვის გასაოცარი მომხიბვლელობით შეიმოსა ის გასული ოთხი წელი, სიცოცხლით სავსე რომ ვიყავი, უდარდელი, არაფერზე და არავიზე რომ არ ვფიქრობდი, ვწერდი იმას რაც მომესურვებოდა, უნივერსიტეტის გაზეთში ყველაფერს მიბეჭდავდნენ, ვწუხდი დროზე, რომელიც ეს ესაა ხელიდან გამექცა და რომელზეც მე თვითონვე ვთქვი უარი, აქ წამოსვლით. გაქრა თავისუფლება, უნდა შევგუებოდი, რომ ამის მერე ვეღარ ვიფიქრებდი ჩემებურად, ვეღარ დავწერდი იმას რასაც მინდოდა, მივხვდი რომ აქ ჩამოსვლისთანავე ჩარჩოები შემიკრეს და შიგ მომაქციეს, ჩემი თავი მე აღარ მეკუთვნოდა, თავის დროზე ვერც ერთ ყალიბს ვერ ვერგებოდი და ყოველი ახალში ჩასმის დროს ძველს მივტიროდი.
რა ხანია ის არ დამიწერია რაც მინდოდა, შიშველი ფაქტებით და დრომოჭმული კლიშეებით წერას დამაჩვია გაზეთმა, აღარ დამიტოვა სული, რომელიც ასე მიხაროდა, რომელიც ბოჰემიისკენ ისწრაფოდა და რომელსაც ასე უნდოდა თავისუფლება.
„მომწყურდი. ახლა ისე მომწყურდი, როგორც დამაშვრალს სავსე მათარა, როგორც გაყინულს ბუხრის სითბო, როგორც სიცხისგან სულამომძვრალ ტყეს ნიავის ერთი წამოქროლვა...“
ფურცლის კიდეზე წავჯღაბნე.
რას ვაკეთებ? იმის მაგივრად რომ საქმეს მოვრჩე, ვზივარ და იმაზე ვფიქრობ ვინც ყველაზე ნაკლებად უნდა გავიხსენო.
ტელეფონის ზარმა სამკითხველოში ჩამოწოლილი სიჩუმე დაამსხვრია. გაკვრივებით მიმოვიხედე ირგვლივ, რომელ გამოშტერებულს დაავიწყდა შემოსვლამდე ტელეფონის გამორთვა.
გაკვირვებით მიყურებს ბიბლიოთეკარი... და მთელი დარბაზი.
ნუთუ მე?
ესეთი რაღაცეები ყოველთვის მე უნდა შემემეთხვეს, მე დამთხვეულს, მე გულმავიწყს და მე უიღბლოს. დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით უხეიროდ ვიღიმები და ტელეფონთან ერთად გავრბივარ აივანზე.
უცხო ნომერმა რეჩხი მიყო. ათასჯერ მოვკვდი და გავცოცხლდი სანამ ვუპასუხებდი.
„მარია, ვერ მორჩი მაგ შენს ამბებს?“ - ხმაურის ფონზე ძლივს ისმოდა ლუსიანას ხმა
„ვერა, დამრჩა კიდე ცოტა.“
„ჩვენ (თავის თავს და იოსს გულისხმობდა) ბარში ვართ, შენს სახლთან ახლოს, რომ მორჩები შემოგვიერთდი, სიურპრიზი გვაქვს.“
„არ ვიცი რამდენად მოვახერხებ ვერ ვარ ხასიათზე.“
„კარგი“ -ლუსიანა კმაყოფილი კიდებს ტელეფონს, რადგან იცის ჩემი ასეთი პასუხის უკან რა დგას. ვიფიქრებ, ვიწვალებ ბევრს და მივალ დასკვნამდე, რომ ჯანდაბას ჩემი ხასიათი, ერთხელ ადამიანურადაც ხო უნდა გავერთო.
ასე აღმოვჩნდი საღამოს „ქლევერ პაბ“-ში. სხვებთან ერთად არასოდეს ვყოფილვარ აქ, მარტო ჯდომა მიყვარდა შავი ლუდის წრუპვა და მოსმენა:ირლანდიური მუსიკის, დარტსის ისრების ყრუ ჯახუნის და შეზარხოშებული ადამიანების ღრიანცელის. მომწონდა ის გრძნობა მათ რომ არ ვეკუთვნოდი და სულ სხვა სამყაროში რომ ვიყავი. ახლა კი კომპანია მყავდა, იოსი და ლუსი რომლებიც აჟიტირებულები აჯახუნებდნენ ბილიარდის ბურთებს ერთმანეთზე.
„ბოლოს და ბოლოს თუ იპოვე მაინც ის რასაც ეძებდი.“
„ყველაზე სასაცილო მაგ ამბავში ისაა, რომ დილითვე მიპოვია, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე.“
„სად გიქრის გონება მარია?“ - ბილიარდის მაგიდაზე ზის, ნიკაპი კიზე ჩამოუდია და ისე მელაპარაკება იოსი
„ჯანდაბაში, ამის დედაც“ გაბრაზებით ვთქვი „წაგებულს მე შევხვდები.“
მონდომებით გადავეშვი მთელ ამ მხიარულებაში, მიხტოდა ფეხები რივერ დანსის რითმებზე, სიამოვნებით ვსვამდი შავ ლუდს და ზედ ლიმონის ვაყოლებდი, რაც მთავარი იყო ვხარობდი იმით, რომ როგორც იყო ვახერხებდი და იოსს ვუგებდი.
„როგორც იქნა მოვიდა“ ახალი მოლოგინებული ქალივით თქვა ლუსიანამ და ბარისკენ გაეშურა.
„მთელი დღეა ელოდება“ სევდანარევი კმაყოფილებით ჩაილაპარაკა იოსმა
„ვინ არის?“ წავიგრძელე კისერი
„მეგობარიო, ჯობია თამაშს მივუბრუნდეთ, არ მჯერა რომ ისევ შენ ურტყავ“
„უნდა აღიარო ჩემი წინსვლა იოს, სხვა გზა არაა“
„ბავშვებო, ბავშვებო! მინდა ჩემი ახალი მეგობარი გაგაცნოთ“ -დაიყვირა ლუსიანამ, ჩემს ზურგს უკან, მე შევტრიალდი და ელდანაცემივით გავშეშდი. მას აკომპანიმენტს არც მეტი, არც ნაკლები პეტერი უწევდა.
„შენ აქ რა გინდა?“ - გულუბრყვილოდ აღმომხდა
„გამარჯობა მარია, როგორ ხარ?“ თბილად გამიღიმა
„ლუსიანა, ეს ალბათ სულ შენი ოინებია“
ყურადღება სულ არ მომაქცია, ხელკავი გამოსდო იოსს, ბარისკენ წაიყვანა და მარტო დამტოვა ამ აწოწილ ფსიქოლოგთან.
„ვითამაშოთ?“ შემრიგებლური კილოთი მითხრა. მე კი უსიტყვოდ დავიწყე ბადეებიდან ბურთების ამოღება.
გგონია არაფერი მქონდა სათქმელი? თავში ჭიანჭველების ბუდესავით მიფუსფუსებდა ათასი ფრაზა, მწკრივში კი ვერაფრით დამეწყო, თავი ვერ მომეყარა, ის კი იდგა, მიყურებდა და მელოდებოდა, როდის დავიწყებდი თამაშს... თუ ლაპარაკს.
„აქ როგორ აღმოჩნდი? როგორ მოძებნე ლუსიანა?“
„დილით რედაქციაშ დაგირეკე, შენს მაგივრად კი მან მიპასუხა და დიდი ხანი მესაუბრა“
„როგორი თავქარიანია, ჩემს ცხოვრებაში ისე ურევს ხელებს არც მეკითხება“.
„პირიქით, ცდილობს, რაღაც დაგილაგოს“
„და ეგ იმან გითხრა? ჰმმ... ტყუილებიც ცოდნია ნახე“
„შენ როგორ ხარ?“
„ჯიგრულად, გმადლობთ.... ესეც ასე!“ -პირველი ბურთი ბადეშია. გაკვირვებული მიყურებს პეტერი, ვითომ „ეს რა ქენი?!“-ო
„ხო ასეა, პეტერ, დარტყმა იქიდან მოდის ყოველთვის, საიდანაც არ ელოდები“
„გინდა აქედან წავიდეთ?“
„კი მაგრამ, მე ვთამაშობ“ უცნაური სილაღით გავივსე, მოვდუნდი და ისე ვიგრძენი თავი თითქოს არც მწყენია არაფერი მისგან.
„კარგი, მოვრჩეთ და მერე წავიდეთ“
„არც მერე არ მინდა, და საერთოდ, რა გინდა, რატო არ მშორდები თავიდან?“
„კარგი ეხლა, არ გინდა ბავშვური მიზეზები, მოვრჩეთ და წავიდეთ“
ესღა მაკლდა...
“არ მინდა, საკმაოდ საინტერესოდ მაქვს დაგეგმილი საღამო, შენს გარეშე”
“საინტერესოდ?... ჰმ.. მოდი გამოვიცნობ, ან უნდა დაიძინო ადრე, ან უნდა წერო, ან... ჰმმ ან დაიძინო”
“რას ერჩი წერა საკამოდ საინტერესოა, და შეყოლა იცის”
“აი, ხომ ხედავ, ყოველი საღამო ერთნაირია შენთვის, არ მოგწონს მაგრამ უიმისოდ არ წარმოგიდგენია ცხოვრება, საწუწუნო და მთელ მსოფლიოზე გასაბრაზებელი მიზეზი ხომ უნდა გქონდეს”
“ეს შენი საქმე არ არის.. და საერთოდ რა გინდა, რატომ ერევი ჩემს ცხოვრებაში და იმის მიუხედავად, რომ მე საერთოდ არ გეძებ შენ ყოველთვის უნდა მოხვიდე მაშინ როცა საერთოდ მყავხარ დავიწყებული”
“აჰა, გამოგიჭირე, ანუ ჩემზე ფიქრობ ხოლმე ხო?”
“მოგატყუებ რომ გითხრა არა, და იმასაც მოგატყუებ რომ გითხრა რაღაც მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის და მაგიტო მეფიქრება მეთქი... ახალი ხარ ჩემთვის და მაგტოა ხანდახან რომ გავივლებ ხოლმე გულში ნეტა ახლა რას აკეთებს მეთქი”
“აჰა.. სასიამოვნოა” ჩაიცინა და თვალი ამარიდა
“ჰეი, ჰეი,ეხლა ზედმეტ როლებს ნუ მიაწერ შენს თავს”
“ხოო.. მოვედით.. მადლობა რომ სახლამდე მომაცილე, მეტჯერ აღარ შეგაწუხებ, გეფიცები”
“ეგ რა შუაშია?!. და ჩემს შემოთავაზებაზე რას იტყვი? წავიდეთ სადმე? ნამდვილ პაემანზე, როგორც ნამდვილი ადამიანები”
“კარგად ვიცი ჩვენი შეხვედრები როგორც მთავრდება ხოლმე”
“ხოდა მე განსხვავებულს გპირდები და უარს არც მივიღებ”
ამდენი უარების და უხეშად ლაპარაკის მიუხედავად პირველივე წუთიდან მასთაც საღამოს გატარებაზე ვფიქრობდი და მიხაროდა თვითონ რომ გამოიჩინა ინიციატივა
მოვედით- თქვა პეტერმა და მიმითითა ბნელ და უზარმაზარ ვილაზე გარეუბანში
"რა ადგილია?" ვკითხულობ მე
„ჩემი სახლი„
“შენი სახლი? ღადაობ? აბა პატარა ბინაში ვცხოვრობო?„
“ მარტო შენ ხო არ შეგიძლია ტყუილები”
“მე შენ არ მომიტყუებიხარ? ამხელა სახლში მარტო როგორ ცხოვრობ?„
„მარტო არა, მე და ჩემი მოსამსახურე, ფროილაინ გერტრუდე”
“გერმანელია?„
“კი, ჩემსავით”
„კი მაგრამ, რას აპირებ პეტერ?"
„იმის მიუხედავად რომ შენ გადაწყვეტილი მაქვს თავიდან მომიშორო, და არ ვიცი რატომ, შენ ხომ ამისი რეალური მიზეზი არ იცი, მე კი სიმპატიურიც ვარ და შემიძლია ჩემს გვერდით თავი ბედნიერად გაგრძნობინო, რაც ყველაზე მთავარია მე მიყვარხარ, ალბათ შენც და სხვა გვერდით მოვლენებს და ასპექტებს არ მინდა თავი მოაკვლევინო"
კარი თავისი გასაღებით გააღო, ჰოლში ჩამოწოლილი სიბნელე წამში გაარღვია ყვითელმა ელექტრონის შუქმა, მუქი, სადა შპალერი კიდევ უფრო ავიწროვებდა ისედაც ვიწრო დერეფანს, შემდეგ მაგიდის ლამპები აინთო მისაღებშიც და პეტერი რბილად ჩაეშვა ტყავის დივანში.
-რამეს დალევ?
-რამხელა სახლია. -ვთქვი ამის პასუხად - ასე პატარა ხარ და უკვე კერძო სახლში თან ასეთ გარეუბანში გადმოსახლებულხარ.
-შენ თვლი რომ მე პატარა ვარ? როგორც ქათინაურს ისე მივიღებ. მაინცდამიანც არ მიყვარს ქალაქის ხმაურიანი ცხოვრება, ბუნებასთან ახლოს მირჩევნია სიწყნარეში, აქ არც მეზობლები წუხდებიან თუ წვეულებას მოვაწყობ და არც სხვები მაწუხებენ.
-მე კი პირიქით ვარ, ქალაქის ჩქარი რიტმი მომწონს.
-გინდა გითხრა რატომ? სწრაფი ცხოვრება არ გაძლევს ფიქრის საშუალებას და შენც ეგ გინდა... ტიპიური ტრუდაგოლიკი ხარ.
-არა არა...-მეტი ვერაფერი ვთქვი, ან როგორ უნდა შევწინააღმდეგებოდი როცა მართალი იყო.
-კაი რა მნიშვნელობა აქვს... ჰმ... სანამ საღამოს გავაგრძელებთ არაფრის თქმა არ გინდა ჩემთვის?
-რას გულისხმობ?
-კონკრეტულს არაფერს.
-არა არ მინდა...
პატარა მაგიდასთან მივიდა, სადაც სხვადასხვა ფერის სასმელების ბროლის გრაფინები იდგა, ჭიქის აწევით უთქმელად შემომთავაზა მეც ჭიქებში ჩამოასხა რომი და ძველ ადგილს დაუბრუნდა.
ვზივარ მის წინ და ვფიქრობ: აი პეტერი, ადამიანი, რომელიც ჩემი ხელისკვრის მიუხედავად უკან დამიბრუნდა, ალბათ მიხვდა მაშინ სიტყვები, რომლებიც ჩემს დავიწყებას თხოვდა, ყალბიც იყო, ალბათ სიმტკიცე მაკლდა ან თვალები მიბრწყინავდა. არ ვიცი მიზეზი, მაგრამ, ახლა მაინც ჩემს წინ ზის, სასმელს წრუპავს და ნახევრად მოჭუტული თვალებით მიყურებს. სიმპატურია, ანტიპოდი იმისა, რაც პირველი შეხვედრისას იყო, ხშირ-ხშირად იწევს თმების ხელით კეფისკენ, აცვია ღია ციფერი პერანგი და ჯინსი. მშვიდად და თანაბრად სუნთქავს, არც სიჩუმეს არღვევს, არც მიღიმის, უბრალოდ მოჭუტული თვალებით მომჩერებია... მის ფონზე ალბათ გამოუცდელი, გულუბრყვილო გოგოსავით ვარ დაძაბული ვზივარ და ხელები მაგრად მიტყუპებულ მუხლებზე დამიწყვია თან ნერვიულად ვათამაშებ... დაძაბული როგორ არ ვიქნები როცა ვიცი რითიც დამთავრდება ეს საღამო, სულ ვიცოდი, მასთან ერთად პაბიდან რომ გამოვდიოდი მაშინაც ვიცოდი და ეხლაც ვიცი და მაინც მე აქ ვარ მის ცარიელ და ჩაბნელებულ სახლში...
“რა თქვი საიდან ვარო?“ - ისევ მან დაარღვია უხერხული სიჩუმე
“სლოვაკეთი“
“ბრატისლავიდან?“
“არა აღმოსავლეთ პროვინციიდან.“
„აჰა, და პროვინციელმა გოგომ ამდენს როგორ მიაღწიე?„
„მთავარია მონდომება და ცოტაოდენი მშობლების ჩიჩინი”
„ხო მშობლების გარეშე ამ ქვეყანაზე არაფერი წყდება” ჩაიცინა, ღმერთო როგორ გავს კიუსაკს...
მოიცა ეხლა მე რას ვაკეთებ, ინდივიდუალობას ვუკარგავ? და მერე ვის ფსიქოლოგ კაცს? პეტერს? არაა, რომ გაიგოს ალბათ გაბრაზდება... ამ დროს კი პეტერი მოყვა გრძელ ნოტას მონდომებაზე, რომ არა ჩემი ჟურნალისტური მოთმინების უნარი ალბათ გავრეკავდი..
„შენ რა ყველა ქალს ასე უტარებ ლექციებს?„ ვუთხარი ბოლოს
„გავაჭრელე ხო? აბა რა ვქნა შენ ისე ზიხარ თითქოს პირველად მხედავდე„
„მასეც არის სრულიად უცხო ადამიანი ხარ ჩემთვის, განა რა ვიცი მე შენზე, ან პირიქით და მაინც ყველაფერი ამის მიუხედავად და იმის რომ უკარება ქალიშვილს ვთამაშობ, კომოდზე სადაც ცარიელი კონდომის პაკეტები დაყარე და წყლის ჭიქა ისევ ისე აწყვია„
„ რას მეუბნები? მართლა? და მე რა ვარ შენთვის ასე რომ უფრთხილდები ყველაფერს ჩემს დანატოვარს, ახლა ხომ იძახდი უცხო ხარო?!„
„ როგორი უცხო შეიძლება დაარქვა ქურდს რომელმაც ყველაზე ძვირფასი რაღაც მოგპარა?!”
„ ნუთუ პატარა ხორცის ნაგლეჯი შენთვის ყველაზე ძვირფასი იყო?”
„ იყო, ყველაზე ძვირფასი იყო, რაც შემეძლო საყვარელი მამაკაცისთვის მეჩუქებინა”
„ მოდი ვთქვათ რომ ეგ მამაკაცი მე ვარ„
„არ ხარ!„ არადა მგონი ვიტყუები
„დრო გვიჩვენებს, ბევრ რაღაცაში მართლა გამოუცდელი ხარ, და მე მარტო სექსუალურ ცხოვრებას არ ვგულისხმობ”
„და შენ აპირებ განმანათლო„
„თუნდაც, მე ეს უკვე დავიწყე, “უცხოსთან” ლაპარაკობ როგორ ინტიმურ თემებზე ხო ხედავ”
„და ამისთვის მადლობა უნდა გითხრა?”
„მეტყვი!„
“სასმელი ხომ არ დაგიმატო?“ თქვა რამოდენიმე ხნის შემდეგ
“უკანასკნელად სასმელის დამატება რომ ვითხოვე, იმას შენს გვერდით გაღვიძება მოყვა”
„და მერე ამაში ცუდი რა იყო?”
სასმელი არ დაუძალებია, მაგრამ ამის გარეშეც მოვდუნდი და გავიხსენი მასთან. ავლაპარაკდი სისულელეებზე, ყველაფერზე რაც პირზე მომადგა და იმაზეც რაზე საუბარსაც თავიდან მთხოვდა, კითხვებს სვამდა ის, მოკლედ, მე კი ვპასუხობდი, გრძლად, სათქმელი რომელიც აქმდე დამიგროვდა გონების ჩაკეტილ ნაწილებში უცებ მოასკდა ენას და მილიონ სიტყვად გადმოიფრქვა.
მან მესამედ დაიმატა რომი და ჩემს წინ ჟურნალების მაგიდაზე ჩამოჯდა.
„მდაა... მარია, იმაზე რით შეგიძლია მიპასუხო რაც მე შემოგთავაზე რამოდენიმე ხნის წინ?“
აი ეს რაღაც ახალი იყო, გული ამიფართხალდა და მუცელში მთელმა ველურმა ფაუნამ დაიწყო სირბილი
“მე არც შენს აზრს ვეთანხმები და არც ჩემს გონებას... არ შეიძლება სიყვარული ასე მალე მოვიდეს, ასე არ ხდება, ამას ურთიერთობის გარკვეული დრო სჭირდება და შეიძლება შანსიც არის, შეიძლება ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ვიღებ, სრულიად უაზროდ ვიქცევი, მაგრამ ალბათ უნდა ვაცადოთ და..”
სათქმელი აღარ დამამთავრებინა გაბმით და სულმოუთქმელად მაკოცა.
No comments:
Post a Comment