ისევ დამეკარგა, მე კი ისევ უიმედოდ ველოდები მის ზარს, ერთხელაც იქნება დამირეკავს ან მომაკითხავს. მაღიზიანებს ასეთი უპასუხისმგებლობა, მაგრამ მაინც მოუთმენლად ველოდები. „პეტერის მხარეს“ კომოდზე ხელუხლებლად აწყვია კონდომის ცარიელი პაკეტები, პეტერს ელოდება რომ გადაყაროს.
სამზარეულოს მაგიდასთან, ჩემს წინ რაფაელი ზის და ნება-ნება სვამს ლუდს, თან არაქისს აყოლებს
„მიდი მომიყევი, გელოდები“
„თვალები დაწმენდილი მაქვს?“ მაგიდაზე გადავწექი და თვალები დავქაჩე
„ვერ ვამჩნევ, რა იყო?“
„წინა შაბათს სექსი მქონდა“
„მერე თვალები რა შუაშია?“ ჩვეულებრივად კითხულობს, „მეთქი რამე სენსაციას მიყვებოდი“
„პირველი იყო“ დარცხვენით ვამბობ
რაფაელს ლუდი გადაცდა და ხველა აუტყდა, სულს იქვამს და გულიანად ხახარებს „ყოჩაღ შენს გაძლებას, ვინ იყო?“
„პეტერი ქვია, სულ ორჯერ შევხვდი და მასთან უგონოდ მთვრალი ვიწექი, მას მერე არ დაურეკია“
„და პრობლემა რაშია?“
„მენატრება“ ვთქვი მიამიტურად „მენატრება ყველაფერი, რაც დამამახსოვრდა, სველი თმები, ყავის სმის დროს ხრუპუნის ხმა, ფეხის ფეხსე გადადება და...“
„და?!“
„მზემიუკარებელი, უთმო სხეული“
„ და რა არის ეს, ერთი ნახვით შეყვარება?“
„არა, ჩემი იდიოტური ფანტაზიები რაფა, მგონია რომ ჯონს გავს კიუსაკს და ალბათ მას წარმოვიდგენ ხოლმე პეტერის ადგილას“
„ მე სხვა რამ მგონია, მგონია რომ იმდენი ხანი იყავი მარტო, ეხლა როცა აკრძალულ ხილს გემო გაუსინჯე მოგეწონა და აღარ გეთმობა“
ჩუმად ვზივარ, ალბათ რაფაელი მართალია, პირველი დღე ჩემი „დაქალებისა“ კატასტროფულად გადავიტანე, ვიჯექი და ვტიროდი, თითქოს რაღაც მომპარეს, ჩემთვის ძალიან ძვირფასი, მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი რაც გასულ ღამეს მახსენებდა, საწოლს ლამის დეზინფექცია ჩავუტარე, მერე ცოტა რომ დავმშვიდდი უფრო სკეპტიკურად დავიწყე მომხდარის გაანალიზება.
„კარგი მარე, ჯობია გიტარას მივუბრუნდეთ, „green eyes“ დაუკარი, შესავლიდან„
რაფაელი რომ წავიდა, ცხრა საათი სრულდებოდა, გარეთ ახალი ნაწვიმარი იყო და ჰაერში ცხელი ასფალტის სუნი ტრიალებდა, მტვერჩამორეცხილი ფოთლები ამაყი შრიალით ამცნობდნენ ადამიანებს ღამის დადგომას, ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და ბოთლში დარჩენილ გაზგასულ ლუდს ვსვამდი.
კარზე ზარმა დარეკა, მეგონა რაფელი დაბრუნდა და ყვირილით დავეშვი კიბეებზე, ხმა ჩამიწყდა რომ დავინახე, პეტერი იყო.
ზოლიანი, სპორტული მაისური ეცვა, მჭიდრო ჯინსი და კედები, „ჩემი ჯონი მოვიდა“ გავიფიქრე და უცებ საშინლად გავბრაზდი.
კარების ჩარჩოზე მიყუდებული ვარ და ველოდები რას მეტყვის
„როგორ ხარ მარია?“ ამოიღო ხმა როგორც იქნა
„კარგად“ როგორც შემეძლო წყნარად ჩავილაპარაკე
„დაწყნარდი ხომ?“
„პირველი იყო და მიჭირს“
„ და რადგან პირველი ვარ, რამე ვალდებულებებს მაკისრებ ამით?“ თქვა ცოტა არ იყოს გაბრაზებულმა.
თავს ისე ვგრძნობ თითქოს რამდენიმეჯერმე განგებ მკერდში, შიგ სასულეში დამარტყეს, ისე მტკიოდა სხეული ამ დარტყმების გამო, რომ სული მიგუბდებოდა, მზად ვიყავი პირდაფჩენილს მესუნთქა, უკვე ტუჩები მიკანკალებდა, მაგრამ მერჩია მოვმკვდარიყავი, ვიდრე მისი თანდასწრებით ავტირებულიყავი.
პეტერიც დაბნეული ჩანდა, ვხედავდი, როგორ ცდილობდა საბოდიშო სიტყვების შერჩევას და როგორ ვერ პოულობდა და არ მივეხმარე, არ მივეცი საშუალება გული გაეხსნა, ამის მაგივრად სახლში შევვარდი და კარები მივაჯახუნე.
კედელს სახით მივეყრდენი და ავტირდი, ვერაფერს ხვდებოდა პეტერი და მეც, რომ რაღაც ფასი შეუძენია ჩემს თვალში, ის კი მოდის და მთელი სხეულით მეუბნება რომ უნდა კიდევ ერთხელ გაერთოს ჩემთან, ნდომა დაიკმაყოფილოს.
ზარმა ლამის ყურთან დარეკა, გული შემიქანდა, პეტერი ცდილობდა ვეიძულებინე კარი გამეღო გაბმული ზუზუნით, მაგრამ ეს ხმა ზურგს უკან მოვიტოვე და კიბეს ავუყევი ტირილით-ბნელ ჭას ნათელი ბინისკენ, ზემოთ. ახლა ტელეფონმა დარეკა, ვიცოდი ის იქნებოდა, ვიცოდი, ვიცოდი, და მაინც ავიღე ყურმილი
„მარია კანე გისმენთ“ ჩემი ხმა ისეთი მშვიდი იყო თვითონვე გამიკვირდა
„უნდა ვილაპარაკოთ, ნახევარ საათს დაგელოდები მანქანაში ვარ, ქუჩის გადაღმა“-მშვიდად მითხრა პეტერმა.
არაფერი მიპასუხია, ტელეფონი დავუკიდე და ტირილი განვაგრძე... და მერე, უცებ, საშინლად მომინდა მასთან ლაპარაკი, ლაბადას ხელი წამოვავლე და კისრისტეხით დავეშვი კიბეზე, ისეთი გახშირებული მქონდა გულისცემა, როგორც პირველად პაემანზე წასვლის დროს იცის ხოლმე, გული მოქნდა ამოვარდნას მომავალი საუბრის მოლოდინში, წამის მეათასედში სრული ტექსტი დავწერე ჩხუბით, გინებით და მრავალი საჩხუბარი სიტყვით გაჯერებული, მაგრამ კარი რომ გავაღე მივხვდი არაფერის მთქმელი არ ვიყავი...
ქუჩაში წვიმის, მტვრის და ასფალტის სუნი იდგა, წვიმა ახალი გადაღებული იყო და სულმოთქმულ დედამიწას სიცხის სუნი ასდიოდა, გზის კიდეებთან ნიაღვრების ნარჩენები მიედინებოდა და გუბეებში გროვდებოდა, გაზაფხული იყო.
ქუჩის გადაღმა შავი ინფინიტის მარკის ავტომობილი დგას... მთელ ქუჩაში ერთადერთი, ნახევრად გაღებული ფანჯრიდან, შეწუხებული სახით იყურება პეტერი, მართლა საოცრად გავს ჯონს, შეწუხებისას წარბების აპრეხვითაც კი... მართლა არ შემიძლია გავუბრაზდე ისეთი საყვარელია და ამითი ხომ ჩემს გვერდით კაცის არსებობის შანს ვკარგავ, შეიძლება ერთადერთსაც კი.
სალონი სიგარეტის, სუნამოს და პიტნის საღეჭი რეზინის სუნითაა გაჯერებული... პეტერი საჭეზეა დაყრდნობილი, ხელი ლოყაზე შემოუდია და მიყურებს. ოდნავ გასაპარსია.
„რა გინდა“ რაც შემიძლია უხეშად ვეუბნები
„ჯერ, მე ბოდიში ჩემი უტაქტობისთვის...“ გაჩუმდა
„მერე?“
„მერე... მიყვარხარ!“
უცებ სხეული ერთიანად მომიდუნდა, წამით მეგონა ვეღარასოდეს გავინძრეოდი, მერე სხეულში ერთანად ჩაიღვარა ბლანტი, ჰაეროვანი სითხე და წამში ფოიერვერკად გადმოიფრქვა, ავდუღდი, ამოვშრი და ერთიანად ავივსე ყინულივით ცივი შეგრძნებებით, მერე ეს ორთქლმავალი გაიყინა და მდორედ ვთქვი:
„ჩემთვის არ შეიძლება!“
„რას ამბობ?“
„როგორ არ გესმის ჩემთვის არ შეიძლება“
„რატომ? რას ამბობ ნუ ამრიე“
„რა და სიყვარული, ტკივილის მეტს ვერაფერს დაგიტოვებ“
კითხვაჩამდგარი თვალებით მიყურებდა გაოცებული
„რაც არ იცი შენ: მალე ბახ! და გვამი ვიქნები, ზუსტად იმიტო ჩამოვედი უნგრეთში რომ არავინ მყოლოდა ნაცნობი, არავინ შემყვარებოდა, მაგრამ უკვე ვხვდები რომ ორივე პრინციპს ვარღვევ, შემიძლია მეც შემიყვარდე, მაგრამ არ მინდა, არ შემიძლია ვინმეს ტკივილი დავუტოვო განსაკუთრებით შენ- პეტერ!“
პასუხს არც დაველოდე ისე გადმოვედი მანქანიდან... არაფრის გაგონება არ მინდოდა, როგორც იქნა ხმამაღლა ვთქვი ეს და ვის ვუთხარი ვის? პეტერს? რომელსაც შეეძლო ჩემთვის ბედნიერება მოეტანა, ჩემი ხელითვე მოვახრჩვე ჩემი მომავალი და დავანგრიე...
მორჩა, რაც ითქვა ითქვა, ოდესღაც უნდა მომხდარიყო და კიდევ კარგი რომ უკვე ჩაიარა ამ რთულმა მომენტმა, მაგრამ ახლა პირველად ჩავხედე რელობას თვალებში და გავაცნობიერე ჩემი მდგომარეობა.
სახლში სამარისებული სიჩუმეა გამეფებული, სამარისებული.. ნელ-ნელა ვეჩვევი ამას, როცა იქნება სამუდამოდ დავემკვიდრები ამ სიბნელეში და ვეღარ ვნახავ მზეს, სითბოს, პეტერს...
უკან გავვარდი, ქუჩაში, მაგრამ მანქანა უკვე წასულიყო.
გული მომეწურა.
რატომ, ადამიანო, რატომ?
ხომ შენი ნებით მიეცი უფლება წასულიყო, თვალით აღარ გენახა, მაშ, რაღად მისდევ უკან, რატომ გინდა დააბრუნო?
ვფიქრობ ამაზე და ვაცნობიერებ, ახლა, როგორც არასოდეს, ისე მჭირდება ადამიანები, განსაკუთრებით პეტერი, რომელსაც ყველაზე დიდი ბედნიერების მოტანა შეუძლია ჩემთვის, შეუძლია თავი მნიშვნელოვნად მაგრძნობინოს, აზრი მიცეს ჩემს უაზრო ცხოვრებას.
სახლის პირღია სიცარიელე თავისკენ მიტყუებს, სხვა მხარეს გადავყავარ, მარტოობის მხარეს, რომელსაც ზედმეტი პრობლემების მოშორება შეუძლია, ზედმეტი დარდები, ზრუნვის აუცილებლობის არარსებობა და ა.შ. თუმცა მისი მცდელობა საკმაოდ სუსტია, ჩემი შვილობილი დაავადებული უჯრედებივით პეტერის სითბო ნელ-ნელა ედება ჩემს სხეულს და არაფერს არ შეუძლია მისი ამოგლეჯვა.
No comments:
Post a Comment