Friday, August 9, 2013

ფიქრი მეთორმეტე

  მაღვიძარის გაბმული ტიტინი მაღვიძებს.


   ოღონდ ეს არა, დამვიწყებია წუხელ გამორთვა.
თავი მისკდება, მართლა მაგრად დავმთვრალვარ გუშინ, ისე რომ შიშველი ვწევარ თურმე, რამ გადამრია?!
ავდგები! ტუალეტში მინდა
 ზოზინით ვდგები, ტანზე ზეწარს ვიხვევ და ნახევრად დახუჭული თვალებით აბაზანისკენ მივდივარ, საიდანაც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს უნიტაზის ბაკნის დაცლის ხმა ისმის. ალბათ მომელანდა, მაგრამ მერე კარიც იღება.
„პეტერ?!“ ვხვდები რომ თვალები დაჭყეტილი მაქვს, ხელებს პირზე ვიფარებ და სულ მავიწყდება ტანზე შემოხვეული ზეწარი.
„დილა მშვიდობისა!“ დაბნეულად მეუბნება პეტერი და ცდილობს ძირს დავარდნილი ზეწარი როგორმე ისევ შემომახვიოს
ვერ ვფიქრობ. თავში აზრები მერევა.
 შეუძლებელია რამე გვქონოდა, ამას არ გავაკეთებდი!
„რა მოხდა? არ თქვა რომ არაფერი არ გახსოვს!“  ჩემს ფიქრებს  ჩაწვდა თითქოს.
მე  კიდევ მართლა არაფერი არ მახსოვს
 უთქმელად გავრბივარ საძინებლისკენ და საწოლზე მთელი ძალით ვეხეთქები, მწვავე ტკივილი იმ წამსვე მივლის მუცელში და სადღაც მუცლის ღრუში ინასკვება. საწოლზე გადაფარებულ ზეწარს ვამოწმებ, ერთ მხარეს პატარა სისხლის ლაქა ემჩნევა... პეტერის მხარესაა...
ღმერთო ჩემო, ნუთუ ასე ვთქვი? პეტერის მხარეს!
ბალიშში ვრგავ თავს და მთელი ხმით ვღრიალებ.
 არ ვიცი ასე რამდენი ხანი ვიყავი, მაგრამ დროა ავდგე.
ჟალუზები აწეულია, ფანჯრები ღია. იატაკზე ტანსაცმელია დაყრილი. ყავისფერი შარვალი მეცნო.
„ოღონდ სიზმარი იყოს, ოღონდ სიზმარი იყოს...“ ვბუტბუტებ და აბაზანის ხალათს ვიცვამ.
რამდენიც არ უნდა  ვიხვეწო, რეალობაა. პეტერი სამზარეულოს მაგიდაზეა მიყუდებული და ყავას სვამს, მარტო  საცვალი აცვია. ჩუმად, თავჩაქინდრული მივდივარ მადუღარასთან და ყავას ვისხამ, მაცივრიდან ნამცხვარს ვიღებ და მაგიდასთან ვჯდები.
  მაინც არ მინდა დავიჯერო რომ სიმართლეა-წუხელ სრულიად უცნობ მამაკაცთან ვიწექი
 „რა დაგემართა?“ ჩემს წინ ჯდება სკამზე, თმები სველი აქვს და გაჩეჩილი, შხაპი მიუღია, ჩემი შამპუნის სუნი ასდის
„არაფერი“ ვიძახი წყნარად და ვხვდები რომ ცრემლები მცვივა
„ჰეი, რა ხდება?“                            
ხმას ვერ ვიღებ, თავი ჩაქინდრული მაქვს
„არაფერს იტყვი?!“ ჩემს გვერდით იმუხლება და თავს მაღლა  მაწევინებს „რამე გაწყენინე“
თვალებში მიყურებს და უარესად ვიბნევი, მართლა როგორ გავს ჯონს, ან მინდა გავდეს
„არაფერი არ მახსოვს“ ვხვდები რომ ვწითლდები
„ჰმ, სერიოზულადაა საქმე...“  ხელებს ზურგზე იწყობს და სამზარეულოში ბოლთის ცემას იწყებს „გინდა მოგიყვე?“ მიცინის და აგრძელებს „ტაქსში ჩაგეძინა, მერე გაგეღვიძა და სახლში შემიპატიჟე ჭიქა ღვინოზე და მერე  სექსი გვქონდა, მაგრამ რაღაც კმაყოფილება არ გეტყობოდა“
 „პირველი იყო“ ჩავიბუტბუტე დამნაშავესავით
„ხო, მივხვდი, მაგრამ რატომ მითხარი მესამე ხარო?!“
„ალბათ თავის გამოჩენა მინდოდა“
„კარგი მარია,  უნდა წავიდე, ათის ნახევარზე პაციენტი მყავს დაბარებული“
მსუბუქად მოდის საძინებლიდან, თან მანჟეტებზე ღილებს იკრავს
„წავედი, მომავალ შეხვედრამდე“ კოცნას აპირებს მაგრამ სახეს ვარიდებ
„აღარ იქნება!“ ვამბობ მტკიცედ,
„რა აღარ იქნება?“
„მომავალი შეხვედრა, ერთმაც საკმარისი შედეგები მომიტანა“
:კარგი, დამშვიდდი და მერე ვნახოთ“
„არაფერსაც არ ვნახავთ“ ცრემლებს ვეღარ ვიკავებ „ხომ ხედავ, სადამდე მიმიყვანა დაუფიქრებლობამ“
„28 წლის ქალი ხარ ბოლოს და ბოლოს და რა ტრაგედიას ხედავ ამაში“
„რა ჯანდაბა დამემართა გუშინ, ამის დედც“ ვებურტყუნებბი ჩემს თავს
ოთახდან როგორ გავიდა ვერ შევამჩნიე, ჩემსას განვაგრძობდი, მერე მოწყვეტით დავეხეთქე სკამზე და მაგიდის კიდეზე მიტოვებულ ჭიქას მივაშტერდი. უცებ მთელი არსებით მომინდა ისევ იქ მდგარიყო და ხმაურით ეწრუპა ყავა ჩემს ჯინაზე.

No comments:

Post a Comment