Friday, August 9, 2013

ფიქრი მეთხუთმეტე


    ალბათ დიდი ხანია მზე ამოვიდა. ფანჯრები ღიაა, დილის ოდნავი სუსხი ზეწრით დაუფარავ ადგილებზე მკბენს, სხეული მოდუნებული მაქვს და განძრევა მეზარება, თვალის გახელაც... არა დამძინებელი აღარ ვარ, მთელი სხეულით ვიზმორები და ფეხის თითებით მის თმიან ფეხს ვეხები...
 გამახსენდა..
   წუხელ ისევ მასთან ვიწექი, მაგრამ გაღვიძებისას პირველად მასთან შეხება?.. ეს რაღაც ახალია.
თვალს ვახელ. ის ჩემს მოპირდაპირედ წევს და თვალდახუჭული, ალბათ ძინავს. სიამოვნებით ვტრიალდები პირქვე და ბალიშის სუნს-სარეცხი ფხვნილისას და შამპუნისას ხარბად ვისუნთქავ...

მე დღეს დავიბადე!„
   ვკივივარ გონებაში და სიამოვნებით ვჭიმავ სხეულს. ისევ მას ვაწყდები, მანაც ადგილი შეიცვალა, როგორი სასიამოვნოა იმის შეგრძნება რომ მარტო არ ხარ, ასე სიკვდილის ლოდინიც ადვილი ასატანია.
ფეხის თითით შემეხო და შევკრთი, მერე ნელა და რბილად დაიწყო ამ თითით სიშიშვლის დათვალიერება.
ამაზრზენია! გულის ამრევი!

  წამიც და შევეჩვიე.

   ისევ გულაღმა ამოვტრიალდი და თვალები გავახილე.
“დილა მშვიდობისა ლამაზო!” შემომეგება
“ყველაფერი ისეთი სიურეალისტური იყო!” 
   ყურთამდე მეპობა პირი და მზეს მიუჩვეველ თვალებზე ცრემლი მადგება
ხოოო... სიურეალისტურია სექსი და ქალის შიშველი სხეული...  კი, მარა რა არი ქალის სიშიშვლეში არარეალური? მკერდი? მსოფლიოს ყოველ მეორე მცხოვრებს აქვს მკერდი”

ხო მარა შენნაირი არავის

“ჩემნაირი? როგორი?”
“მოდი განახო...” ჩემს მხარეს გადმოვიდა ზეწარი გადამიწია და შეჭმუხნული სახით დააკვირდა ჩემს მკერდის
   “აი, ნახე... ესეთი არავის აქვს... ანუ მასზე მხოლოდ პეტერ მეიერის და ალბათ შენი თითების ანაბეჭდებია.. ჯერ კარგად არავის დაუმუშავებია და .. ანუ ერთადერთია მსოფლიოში რა

“ხო, ხო განუმეორებლებია”

"გინდა ყავა მოგიმზადო?"
მინდა მინდა როგორ არა!

No comments:

Post a Comment