დუნაის მიდამოებში
ნისლმა იმატა.
. . მალე ნოემბერი
გაილევა. ჩემი ფანჯრების
მიღმა მაღაზიები,
ტრამვაის ხაზი და
ეკლესია შემოდგომის სქელ,
ნაცრისფერ საბურველში გახვეულა…
დღეს ალბათ
იწვიმებს ისევ დაიწყება
მონოტური, ცივი დღეები.
ვხვდები რომ ეს
ყველაფერი აღარ მსიამოვნებს,
კი მაგრამ
რატომ?
რამოდენიმე თვეში რაფაელის
ქორწილია… ჩემი პირველი
უნგრული ქორწილი. ზუსტად
ამაზე მელაპარაკება
ახლა და
რჩევებს იღებს ჩემგან.
გოგონა,
რომელიც შარშან გავიცანით
ერთ-ერთ
კლუბში გამოსვლის
დროს, რაფას
ცხოვრების საუნდტრეკი გახდა,
დაიკავა პარკინგის ყველა
ადგილი მის
გულში და
მიკრობივით მოედო სხეულს
და გონებას.
რაფა
მიქორწინდება, გამექცევა ადამიანი
რომელიც თავისი დროის
ნახევარს ჩემთან ატარებდა,
მეფერებოდა, თავს მევლებოდა,
მიბრაზდებოდა და მტოვებს
სადღაც უდაბნოს
კიდეში რომლის
იქით ამოუცნობი
იწყება, ქიმერა
რომელიც არასოდეს გამოვა
მზის შუქზე.
საღამოს გატარებას
ვაპირებ ბუდას გარეუბანში,
მდიდრულ ვილაში, პეტერთან,
რომელმაც სრულიად დამიმორჩილა.
ვფიქრობ მასზე სამსახურში
ბიბლიოთეკაში, სახლში, თვითონ
კი მიმატოვებს
ერთი-ორი-სამი დღით
ისე რომ
არც დამირეკვს,
ვბრაზდები, ვიფიცები ხმას
აღარ გავცემ
მეთქი და
მერე რომ
დამირეკვას ერთი სიტყვაც
საკმარისია მასთან გასაქცევად.
საღამოს პირია,
ბინდი ეპარება
ქალაქს, თითქმის
ცარიელ გზაზე
ნება-ნება
მიდის ავტობუსი,
წუთიც და
მისი სახლის
ჭიშკართან ვდგავარ, ღია
ფერის დაბალი
ქვის მესერი
გარშემო აქვს შემოვლებული
სახლს, რომელც
იმ ადგილას
სადაც მე
ვდგავარ ასევე დაბალი
რკინის ჭიშკრით
მთავრდება და იწყება,
ეზოში ფოთლების
გორები დგას,
რომლებიდანაც ქარი ნამქერივით
ხვეტავს ფოთლებს და
ეზოში დააქროლებს,
თეთრი ქვითვე
აშენებული საკვამურიდან მუქი
კვამლი ამოდის…
ანუ, პეტერი
მელოდება.
კარს ჭაღარათმიანი
60 წელს გადაცილებული
მოხუცი მიღებს
"გამარჯობათ ფროილაინ"
ოდნავ მიღიმის
"გამარჯობათ ფრაუ
გერტრუდე, როგორ გიკითხოთ?"
" მადლობთ,
თქვენ ხომ
კარგად ბრძანდებით?
ჯანმრთელობის საქმე როგორა
გაქვთ?"
"ჯერ-ჯერობით
ვუძლებ" როგორც
შემიძლია ვხუმრობ, თუმცა
ამ თემაზე
ხუმრობა ჩემთვის უფრო
დამცავი ფარივითაა, როგორმე
რომ გავანეიტრალურო
სხეულში დაგუბებული შხამი
და ღვარძლი,
რომელიც ამ მდგომარეობას
ჩვეულებრივ მოაქვს.
პეტერი მარტო
არ არის,
გვარიანად ჩამთბარ ოთახში
ათამდე ადამიანია
შეკრებილი, მშვიდად მსჯელობენ
რაღაცაზე და თან
სვამენ
"აი, შენც
მოხვედი," შემომეგება პეტერი
" რატომ დაიგვიანე?"
"მეგონა მხოლოდ
ჩემი გულისთვის
ანთებდი ხოლმე ბუხარს"
ჩავილლაპარაკე ოდნავ ნაწყენმა
"ხოდა, შენც
მოხვედი…. მეგობრებო, მეგობრებო," დაიწყო
ხმამაღლა " ეს მარიაა,
საუკეთესო ჟურნალისტი მთელ
უნგრეთში, და ჩემი…
ჩემი… პაციენტი."
რაააააა????!!!!!
სამი დღის
წინ სიყვარულს
მეფიცებოდა და ეხლა
პაციენტი მიწოდა?
ყურები გამიხურდა,
ლოყებიც, ცრემლები მომადგა
აღელვების დასაფარად ვერაფერი
მოვიგონე, პეტერს თეფში
გამოვტაცე - გამოგიცვლი მეთქი
და სამზარეულოში
გავვარდი.
ცოტაც და
გული დამარტამდა,
ასე, თავისი
მეგობრების წინაშე ფეხქვეშ
გაიგო ჩემი
სიამაყე, ჩემი პიროვნება,
ჩემი სიყვარული
… პეტერმა, პეტერმა, პეტერმა
გამიკეთა ეს.
ავტომატურად ამოვიღე
ტელეფონი და რაფაელს
დავურეკე წამიყვანე მეთქი.
"მარია, რა
გჭირთ? ცუდად
ხომ არ
ხართ? დავუძახო
პეტერს?" წყლის ჭიქით
ხელში მომვარდა
გერტრუდე
"არა, ეტყობა
წნევამ ამიწია,
გადამივლის, მადლობა."
"გაბრაზდით ხომ პეტერზე?
აპატიეთ, ჯერ ისევ
სულელი ბავშვია
და დაუფიქრებლად
აკეთებს ხოლმე რაღაცეების,
იმის მიუხედავად,
რომ გამოცდილ
კაცად მოაქვს
თავი"
"სხვა ყავს
ვინმე? რატო
არ უდა
ჩემი საზოგადოებაში
გამოჩენა? რას ვაშავებ,
ყოველთვის რატო ცდილობს
რომ გული
მატკინოს, იქნებ მართლა
რამე დავაშავე
და სამაგიეროს
მიხდის?" ვეღარ ვხვდებოდი
რას ვლაპარაკობდი
"აღელვებული ხართ
ეხლა მარია,
ალბათ ოდესმე
მიხვდებით ყველაფერს"
"ამ საქციელს
არანაირი გამართლება არ
აქვს. პეტერს
მადლობა გადაუხადეთ ჩემს
მაგივრად, მე ჯობია
წავიდე, კარგად."
ნახევარი საათიც
არ მქონდა
ფეხით გავლილი
რომ რაფაელიც
მოვიდა.
ხმას არ
იღებს, მაცდის
მე როდის
დავიწყებ, მე კი
მინდა მან
დაიწყოს ლაპარაკი
“ მიდი მკითხე
ეხლა რაღას
ელოდები?!” ვეღარ მოვითმინე
“ მოყევი გისმენ”
დინჯად მეუბნება
“ ჩემით მხოლოდ
ერთობა!” ლამის ვყვირივარ
“ შენი ფანტაზიის
ნაყოფია თუ მართლა
მასე გითხრა?”
“ თავის მეგობრებში
პაციენტი მიწოდა, ამის
მერე ნუთუ
მხოლოდ ჩემი
ფანტაზიაა რომ არაფერს
არ წარმოვადგენ
მისთვის, როგორ მოვტყუვდი,
როგორ მომატყა,
როგორ.. როგორ... ღირსი
ვარ, ყველაფრის
ღირსი ვარ,
ვიცოდი რომ
ყველა ვინც
ოცნებებს მიყვება ამ
დღეში აღმოჩნდება,
ოცნებები ხომ არასოდეს
ხდება”
“ დავდგეთ ეხლა
და პეტერი
ვლანძღოთ?! იქნებ რამე
გამართლება აქვს”
“ პეტერი არა
მე ვარ
მოსაკლავი. მე ვარ
ყველაფერში დამნაშავე... ალბათ
ამასაც გავუძლებ...
ამასაც გადავიტან”
მთელი საღამო
მირეკავდა პეტერი, მერე
ტელეფონი გავთიშე რომ
აღარ გამეგონა
შეტყობინებები რომლებსაც მიტოვებდა,
ვიწექი საწოლზე
პირქვე დამხობილი
და მთელი
ხმით ვტიროდი.

No comments:
Post a Comment