Friday, August 9, 2013

ფიქრი მეჩვიდმეტე


     სურდო.
     მარტის ბოლო.
     წვიმა.
     ქარი.
     მზე.
     მერე ისევ წვიმა.
     სიცარიელე სახლში და სიცარიელე სულში.
     როგორი მომაბეზრებელია ეს ყველაფერი.
     კომუნალურის ქვითრები  საფოსტო ყუთში.
     სპამები და  რედაქციის წერილები ელექტონულ ფოსტაზე.
     ლუსიანას და მშობლების ზარები ტელეფონზე.
    ჩემი ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ეგ არის რომ მე ვეღარ ვარ ისე, როგორც ადრე, უკვე რამოდენიმე კვირაა დეპრესიას ვებრძვი. უშედეგოდ. ყველაფერი ისევ ისეა, ლამის ვოცნებობ რომ რაიმეთი მამცნოს რომ ისევ ფიქრობს ჩეზე, თუნდაც ნომერი შეეშალოს და ჩემთან დარეკოს.
     თუ მასთან ყოფნის დროს პროცედურებს თითქმის არ ვაცდენდი ეხლა საერთოდ აღარ მინდა საავადმყოფოსკენ გახედვა, რაღად მინდა, აზრი დაკარგა ისევ ცხოვრებამ.
   აი ეხლა ისევ მომივიდა რესეფშენიდან ტექსტური შეტყობინება რომ საღამოს ექიმთან მიღებაზე ვარ ჩაწერილი და არ დამავიწყდეს, მე კიდე დამავიწყდება... დავივიწყებ.
   ასე გადის დღეები წუთებით, საათებით დღეებით გასულ დროს ემატება ჯერ არ დამდგარს კი აკლდება ცხოვრება ქვიშის საათივითაა შენ ქვემოთ ნაწილში ხარ ჩამოყრილი ქვიშა კი თანდათან გმარხავს და ბოლოს ისევ დრო აღმოჩნდება შენი საფლავი.
   ვცდილობ მეტი დრო დავუთმო სამსახურს... რაც უფრო ღრმად ვეფლობი საქმეში მით უფრო მავიწყდება ჩემი პირადი ცხოვრება და ეს კარგია...
   ვწერ სტატიას თანამედროვე უნგრელ ანარქისტებზე, რომლებზეც საკმაოდ არაკომპეტენტური წარმოდგენა მქონდა, სანამ საქმის არსს ჩავწვდებოდი, აღმოჩნდა რომ არც ისე ცუდები არიან, ვცდილობ მათ ლიდერთან დაკავშირებას, რომელსაც ჯერ ჯერობით ვერ მივაგენი, მაგრამ წინ რამოდენიმე დღე მაქვს და იმედია ყველაფერი გამოვა
    

No comments:

Post a Comment