Friday, August 9, 2013

ფიქრი ოცდამეორე


  ბედნიერების ისეთ პიკზე ვარ სადაც გონებაც კი არ მუშაობს და რომელ ფიქრებზე ლაპრაკობ როცა მეტყველების უნარსაც კი კარგავ და ახლა მხოლოდ იმიტომ ვარ აქ რომ პეტერი წასულია მიშკოლცში, კონფერენციაზე, მინდოდა წასვლა, ქალაქი ბიუკის მთებთანაა ახლოს, მე კი მათთან საკმაოდ საინტერესო და გემრიელი დღეები მაკავშირებს რაფაელთან გატარებული, მე კი ვერ წავედი, ჩემი სამსახურის გამოც და იმის გამოც რომ არ მინდა ყველგან ავეკიდო ჩემოდანივით, რატომღაც ვთვლი რომ გარკვეული დროის განმავლობაში არ უნდა შევხვდე ხოლმე იმიტომ რომ უფრო ძალიან მომენატროს, თუმცა მე ის მაშინაც არ მყოფნის, როცა ჩემთანაა და მასთან დარეკვის ნდომის წინააღმდეგობას  ფრჩხილების კვნეტამდე და უაზრო რაოდენობის ყავის სმამდე მივყავარ.
   ხოდა ასეა, მარტო ვარ უკვე მესამე დღეა, ზაფხულის ცხელი საღამოა, მზე სადაცაა ჩავა და უკანსაკნელ წითელ სხივებს პირდაპირ ჩემს ფანჯარას უშენს, ჩემთან რა უნდა? იქნებ მანიშნებს რამეს?! რომ მას მალე მეც გავყვები? თუნდაც, ეხლა ეს არ მანაღვლებს ვცდილობ ვიცხოვრო დღევანდელი დღით და მხოლოდ ამითი ვისიამოვნო, სამყაროში არაფერი არ არის მუდმივი, ამიტომაც უაზრობაა მასში მუდმივობის ძებნა. სამყარო იცვლება, და დამიანებიც იცვლებიან მასთან ერთად, ვხვდები გვამური ნიშნები სხეულზე არ ნიშნავს სიკვდილს და არც მათი არარსებობა ნიშნავს სიცოცხლეს.

   რაფაელი  ორი კვირის წინ ჩამოვიდა საქორწინო მოგზაურობიდან და ახალ სახლში დასახლდა, ჩემთვის ცოტა ძნელად დასაჯერებელია რომ ჩემი რაფა ეხლა ქალთან ერთად ცხოვრობს მისთვის უცხო სახლში, ასეთ ადგილებს ხომ საერთოდ ვერ იტანს… ეხლა რაფაელი რომ გამახსენდა, ვხვდები რამდენად მაკლდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და ვხვდები, იმისთვის რომ ვიღაცა შენს მეგობრად მიიჩნიო არ არის საჭირო მისცე მას რაღაც სტატუსი, დაარქვა მეგობარი, ძმაკაცი ან ძმა, მთავარია რა ადგილი უჭირავს მას შენს ცხოვრებაში, გულში და გონებაში, არ არის საჭირო გქონდეს მასთან ტიპიური ურთიერთობა,  მოიკითხო ყოველდღე, მასთან ერთად დალიო ყოველდღე ყავა, ისაუზმო, გაუწვრილო გული ყველა სისულელით... მეგობრობა არის ის როცა გრძნობ, გაჭირვებაში შეგიძლია მისი მფარველობა იგრძნო, გქონდეს იმის იმედი რომ როცა გარშემომყოფები ქვების სროლას დაგიწყებენ ის გადაგეფარება, დაგიფარავს ბოროტი ხელისაგან და არ დაგიწყებს უაზრო მორალის კითხვას, არ შეეცდება თავისით მოგიგვაროს პრობლემები რომ შენ აგაშოროს მათთან შეჯახება, ამ დროს ის ეცდება შენთან ერთად იყოს და რაციონალურად გაგაანალიზებინოს ყველა სირთულე, რა შეიძლება ისწავლო მათგან და რა უნდა დაივიწყო...
   მორჩა აღარ შემიძლია წვეულებამდე მოთმენა, დღეს რომ არ ვნახო ალბათ მოვკვდები, მე კიდევ არ მინდა მის უნახავად მოვკვდე.
   ხელს ვავლებ გასაღების ასხმულას, ჩანთას და კისრისტეხით ვეშვები კიბეზე...
  ქუჩაში ნელა ეშვება ბინდის ფარდა, ამუქებს შენობებს ადამიანებს, ლამპიონებს აიძულებს აინთოს, ფრინველებს აიძულებს თავიანთ ბუდეს მიაშურონ... ბინდი კლავს სიცოცხლეს ქალაქში.
  უცებ გული მეკუმშება. რა იქნება, არ ესიამოვნოთ ჩემი მისვლა, ახალდაქორწინებულები არიან, ჯერ ისევ ერთმანეთით ტკბებიან, ჯერ ისევ არ მოშუშებიათ ერთმანეთით გამოწვეული სასიამოვნო ტკივილი, რა მოხდება რომ ახალი ქალის არსებობის გამო რაფაელი გამიუცხოვდეს, დამშორდეს გაწყდეს ძაფი რომლის გაბმასაც ამდენი ხანი მოვუნდით. არა, მე ვერც კი წარმოვიდგენ როგორ შეძლებს მიყუროს ისე თითქოს არავინ ვიყო...თითქოს არასდროს არაფერს ვნიშნავდი მისთვის, თითქოს არც არასდროს ვყოფილვარ მის ცხოვრებაში.
  “თქვენ დაუკავშირდით რაფაელ ამადუს, ალბათ სხვა საქმით ვარ დაკავებული, თორემ გიპასუხებდით, დამიტოვეთ შეტყობინება და მე მას აუცილებლად მოვისმენ”
  რატომ წაშალა შტყობინების დანარჩენი ნაწილი? ის ხომ ასე მთავრდებოდა: “მარია, თუ შენ ხარ ჩვენ რომ ვიცით იქ მომძებნე”
   თუ ხალხისთვის მიუწვდომელი იყო, ესე იგი თავისი სახლის სხვენზე იკეტებოდა და მუსიკას წერდა, მაშინ ყრუვდებოდა, მუნჯდებოდა, სიცოცხლეს წყვეტდა მისი ტვინი  მარტო ნოტები და სიტყვები უტრიალებდა თავში, როცა მივიდოდი მის მტვრისგან აქოთებულ “სტუდიაში” ვერც მამჩნევდა, გამარჯობასაც არ მეტყოდა, მე ვუმზადებდი ყავას, ვიჯექი გადაქუცულ დივანზე ვუყურებდი მის შემოქმედებით წვას და სარკმლის ხვრელებიდან შემოსული მზის სხივებზე აცეკვებულ მტვრის ბურთულებს.
  მერე წავიდოდი, საღამოს თვითონ მირეკავდა
“ამი, ამი, ჩემო ამიგო, ისეთი სიმღერა დავწერე, ისეთი, მოცარტს შეშურდება”
 გამომივლიდა და პრემიერას ასრულებდა ჩემთვის, მეც ვითომ მონუსხული ვიჯექი და თვალებმილული ვუსმენდი, ეს ყველაფერი კი ჩემი გაშმაგებული ტაშის ცემით და სტვენით მთავრდებოდა. მერე რა მოხდა, თუ ზოგი სიმღერა  არ მესმოდა, ვერ ვიჭრებოდი მის სამყაროში, ის მისი იყო, მისი შვილი, მისი გენიოსური შემოქმედება და არავითარი უფლება არ მოქნდა მე ჩემი ჭუჭყიანი ხელებით რაიმე ცვლილების შეტანა მასში.
  ბარში სადაც ის უკრავდა, მოსწონდათ ეს ყველაფერი, კარგადაც უხდიდნენ, რამოდენიმეჯერმე მეც მომცა უფლება აკომპანიმენტი გამეწია მისთვის პიანინოზე, მოწონს როგორც ვუკრავ, მე კი ვთვლი რომ ბევრი მიკლია სრულყოფილებამდე.
  ახლა რა დაემართა?
  პირველად ვგრძნობ ეჭვიანობის ჭია როგორ მოხოხავს გულიდან და ძარღვებში მივლის, ურთიერთობაში მესამე ჩაერია და ყველაფერი აირია, რაც მთავარია მან ისე მომიგო ომი რომ ვერც კი მივხვდი, “ქიში, შამათი” ჩაიჩურჩულა და პრიზი თავის მხარეს გადაიხოხა, ამის მერე არაფერი არ იქნება ისე როგორც ძველად, მე დავკარგე ის და თვითონაც, მონობას მიჩვეულ ადამიანს, გათავისუფლებას რომ შეთავაზებენ და რომ ვერ დათმობს ძველ მდგომარეობას და პატრონს, ისე გახდება.
  “მარტო შენ იცი ახლა როგორ მენატრები და როგორ მინდოდა შენი ნახვა” ვბუტბუტებ და ტელეფონს ვთიშავ.
  თითქმის მეტრომდე ვიყავი მისული, უკან უნდა ავუყვე აღმართს, უკვე დაღამებულია, იმის მიუხედავად რომ უკვე ამდენი ახლობელი მყავს გარშემო მაინც მარტოობას ვგრძნობ, უფრო სწორად მის სიცივეს, ტანში მივლის და მაჟრჟოლებს.

 “გისმენთ”
 “რაფაელი ვარ, როგორ ხარ?”
 “კარგად, საიდან მირეკავ?”
 “ჩემი სახლის ტელეფონის ნომერია, ცუდად ხომ არ ხარ?”
 “არა, აუცილებელია რამე მჭირდეს? ერთი თვეა არ მინახიხარ, ვრეკავ და შენ სხვასთან ხარ და აღარ გახსოვარ როგორც ჩანს”
 “და მიბრაზდები?”
 “შენ არა, ჩემს თავს რომ აქამდე ვერ მივხვდი რომ ასე იქნებოდა”
 “სად ხარ?”
 “თითქმის სახლთან”
 “გახსოვს კაფე ეკლეკტიკა? მოდი მანდ, მე ნახევარ საათში ვიქნები”
 “იმედია მარტო მოხვალ”
 “კარგი, მარტო მოვალ”


  ვიტრინიდანვე შევამჩნიე, ისევ ძველი ტანსაცმელი აცვია, მაგრამ მაინც შეცვლილია, ვერ ვხვდები რატო, მამენტ სიშორესაც ვგრძნობ, თითქოს უცხო ადამიანს ვხვდებოდე.
  “სულელო ქალო, როგორ გაბედე მასეთი ფიქრებით თავი გამოგეშტერებინა?”
  “არ მითხრა ასე არ არისო”
  “რატომ ფიქრობ მასე? ხო იცი შენ რა ადგილიც გიჭირავს ჩემს ცხოვრებაში”
  “როგორც ჩანს ამ ადგილის განაწილება სხვასთან მომიწევს”
  “... სხვაა, თუ მე ის არჩევანის გაკეთებას მაიძულებს, დავშორდები მაშინვე, რომ მაშiნ როცა ჩემს გრძნობებში ეჭვს შეიტანს აზრი აღარ ექნება არაფერს, შენ კი შენ ჩემი ძალიან ახლო მეგობარი ხარ, ჩათვალე რომ და, ოღონდ უცხოელი,  შენც შეეცადე და ეჭვიანობას თავი დაანებე”
  “ესე იგი, ისევ ჩემი რაფა ხარ?”
  “არც ერთი წვეთით მეტი და არც ერთით ნაკლები”
  “შევუკვეთოთ ყავა და ის პეროგი?”
  “როგორც ყოველთვის”


No comments:

Post a Comment