რეკ...
რეკავენ...
ჯანდაბა, რაკავენ!
უკვე გამოვფხიზლდი, ოღონდ თვალების გახელა მეზარება,
ინტუიციით ვეძებ ტელეფონს, რომელიც აღმოჩნდა რომ ტუმბოზე არ დევს, ტუმბოც არ აღმოჩნდა
თავის ადგილზე.
ეხლა
თვალებს რა გაახელს…
აღმოჩნდა
რომ საწოლის მეორე კიდეზე ვწევარ, ტელეფონი კი ჩემი ბალიშის ქვეშ რეკავს.
ყურმილს
მიღმა ლუსიანა მთელი ხმით ყვირის
“რატო
არ იღებდი წუხელ ტელეფონს, აგაფეთქე”
“ცოტა
ჩუმად, ძინავს” თვალს ვავლებ ჩემს გვერდით გაშოტილ პეტერს, აი საწოლის შევსება ქვია
ამას, და არა ჩემს ძილს ზედ საწოლის კიდეზე რომ ვიკუნტები ხოლმე, ცალი ხელი ბალიშის
ქვეშ შეუყვია და პირი ოდნავ დაუღია, დიდი ხანია ეს სურათი არ მინახავს, მომენატრა მისი
მშვიდი ძილის ყურება, თვალები რომ ოდნავ ღია აქვს ხოლმე…
“გოგო,
მიპასუხე რა ხდება… გესმის?” ისევ აგრძელებს ყვირილს ლუსიანა.
ჩემი
წილი ზეწარი მოვხვეტე, შემოვიხვიე და სამზარეულოში გავედი…
“ლუსი,
დამაბრალე სულელობა, გამოუცდელობა, თუნდაც ბავშვობა, ან შემამკე ნებისმიერი შენი საძაგელი
სიტყვით, მაგრამ ეხლა პეტერს ჩემს გვერდით ძინავს”
“არ
ვიცი, რომ მითხრა რომ ვუყვარვარ, ყველაფერს ხაზი გადაესვა ამით, არ ვიცი რა მოუვიდა
და ჩემთვის ალბათ ჯობია არც გავიგო, და მხოლოდ წინ ვიყურო...”
“მე
შენ ცხოვრებას ვერ გასწავლი, ყველაფერი თვითონ უნდა გამოცადო და არც მინდა ჩავერიო,
მაგრამ თუ ისევ აგატირებს, ოდესმე, მე ამის გამო მოვკლავ იცოდე... მომიყვები დაწვრილებით?”
“ახლა
ვერ, ჯერ ჩემს თავს უნდა მოვუყვე და ტკბილი ღიმილით გავიხსენო ყველაფერი და მერე შენ”
“მაშინ
რედაქციაში შევხვდებით.”
“იოსთან
ხარ?”
“ხო
იოსთან ერთად, ოღონდ ჩემთან”
“კარგი
ისიამოვნეთ ერთმანეთით, დროებით”
“დროებით”
ვსიო,
გამოვფხიზლდი, არანაირი ოცნება... რეალობაში ვარ თავიდან ფეხებამდე, ოღონდ ეს რეალობა
ძალიან გავს ფენტეზს... ვიცი რომ იქ ხუთი მეტრის მოშორებით ძინავს მას, შიშველს, ფშვინავს
ნელა, შეწყობილად და ჩემს გულს და სულს აგაზაფხულებს, მავსებს და მახალისებს... მოდი
ეხლა და დამაჯერე რომ Love doesn’t Exist…
ჯობია
მოვწესრიგდე... დღეს ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს, ზედმეტად იდეალურად და რომანტიულად.
კბილის
პასტას საზიზღარი სუნი აქვს, გულს მირევს, მაგრამ საკამოდ გემრიელია, ამ თვის ბოლოს
ალბათ სტომატოლოგთან მომიწევს მისვლა გასათეთრებლად... ღმერთო, რას ვამბობ, მომავლის
იდეებს ვაწყობ? მე ხომ არც კი ვიცი ხვალე ჩემთვის გათენდება თუ არა... ან პეტერს რა
შემიძლია შევთავაზო, რა? მომაკვდავი სხეული, რომელიც რამოდენიმე ხნის შემდეგ მკურნალობასაც
აღარ დაემორჩილება გალურჯდება და გაყვითლდება?!
დაკარგავს მომხიბვლელობას თვალები და ტუჩები გამიუფერულდება, ხშირად დავკარგავ გონებას
და სისხლს... და მე ეს ვიქნები? ყოველ წუთში გული უნდა გავუხეთქო მას? მერე მე წავალ
და ის მარტო დარჩება, მე აღარ გამახსენდება და მას ყოველ წუთში გონება უნდა მოეწამლოს
ჩემი გახსენებით, არ მინდა რომ ჩემი გულისთვის ვინმე ასე დაიტანჯოს...
აი,
ეხლა მართლა რეალობაში ვარ და აღარ მომწონს ეს ყველაფერი...
პეტერი
ისევ ისე წევს - გაშოტილი... ბავშვურად დაუღია პირი.
ფრთხილად
ვწვები, რომ არ გავაღვიძო და ვითომ მძინავს პოზას ვიღებ.
წამიც
და თვითონ მეხება...
გაიღვიძა,
გაიღვიძა, პეტერმა გაიღვიძა!!
ფრთხილად
მისვამს თითს ჯერ ზურგზე და მერე მკლავზე.
მეც ისე ვტრიალდები მისკენ, თითქოს ახლა გამეღვიძა.
“გამარჯობა,
პრინცესა”
“გაგიმარჯოს
პრინცო”
“ჰოუ,
დილა კომპლიმენტით იწყება, მშვენიერია”
“დღეს
რას აკეთებ?”
“გააჩნია
შენ რას მთავაზობ”
“დაუკმაყოფილებლობის
გრძნობა მაქვს იმის გამო რომ არ მილაპარაკია შენთან ზოგიერთ თემაზე.”
“მაგალითად...”
“დილას
ნუ გავაფუჭებთ ამით, საღამოს ვილაპარაკოთ”
“ეხლა
რას მეტყვი? რომ გიყვარვარ?”
“არა,
იმას რომ ბებრი ჯონი აშკარად ჯობდა პეტერს... რომ აი წუხელ ჯონი იყო... მხეცი, ველური...
“ დავიწყე სიცილი
“ აჰა
ესე იგი წუხელ მოგეწონა... დავარქვათ ამას ჯონის ღამე... ან ღამეები გააჩნია რამდენი
იქნება...”
“და
როგორ გაარჩევ სხვა ღამეებისგან?”
“შენი
სიამოვნების მიხედვით, და კივილის ტონალობის მიხედვით, თუ იქნება ასეთი: აჰ, აჰ, აჰ
ესე იგი მაშინ პეტერია და თუ დაიკივლებ ასე: ააააა...” მთელი ხმით დაიყვირა “ესე იგი
ჯონის სიამაყემ თავისი საქმე გააკეთა”
“სულელი
ხარ და გადარეული. მასე ალბათ ვერასოდეს ვიკივლებ, ბოლოს და ბოლოს ჩემი თავის შემრცხვება”
“შენ
ალბათ სარკის წინ შიშველი დადგომისაც გრცხვენია”
“და
კივილის”
“მე
კიდე არა, მსიამოვნებს, ნახე”
რამოდენიმეჯერმე
მთელი ხმით დაიღრიალა, ისე როგორც ფილმებში როცა ადამიანები მაქციებად გადაქცევისას
საშინელ ტკივილს გრძნობენ ხოლმე.
“კარგი,
რა გაყვირებს?” გადავიხარხარე და პირზე დავაფარე ხელი
“იმიტომ,
რომ ვგრძნობ ცოცხალი ვარ, სისხლი მოძრაობს ჩემში და მიხარია... იცი როგორ მიყვარს შენი
კისკისი? მაჟრჟოლებს ხოლმე”
“კიდე
რა გიყვარს აბა ჩემი”
“მე
ჩემებურად მიყვარს ყველაფერი შენი, მიყვარს გაბრაზებული წარბქვეშიდან რომ ამომხედავ
ხოლმე, მიყვარს შენი ჭორფლის ყოველი წერტილი, ქარიან ამინდში დამსკდარი ტუჩები, შენი
ბრუნეტიანი, ბრინჯაოსფერი თმა, ჩამუქებული და დილაობით დასიებული ქუთუთოები, სურდოს
დროს გაწითლებული ცხვირი, ზედმეტად თეთრი კანი
და შხაპის გელის სუნი სუნამოს სუნში არეული, ციკლის დროს დაბერილი მკერდი, ვიწრო, ბავშვური თეძოები, მიყვარს ყოველი შრამი
შენს სხეულზე, ბავშვობისგან შემორჩენილი, მიყვარს გაბრაზებული სწრაფად რომ დადიხარ
ხოლმე და ტალახის წვეთები წვივებზე გესხმევა, მიყვარს როგორ ზიხარ ხოლმე ჩემი ბუხრის
წინ და კატასავით გეხუჭება თვალები, მიყვარს შენი საზიზღარი ხასიათი, ქალური სიამაყე,
რომლის სწორად გამოყენება ჯერ ვერ ისწავლე, ბავშვური გუუბრყვილობა და სიყვარულისადმი
მუდმივი სწრაფვა, დაუფიქრებელი სწრაფვა, რომელიც ყოველთვის გამოსჭვივის შენს ქცევაში და ყოველ გამოხედვაში, მიყვარს შუაღამის
სიჩუმე შენი გულისცემით დარღვეული, როცა თავი მიდევს შენს მკერდზე ვგრძნობ დიაფრაგმის
და გულის მოძრაობას... დაუსრულებლად შემიძლია
ასეთი ნიშები ჩამოგითვალო... აქამდე ყოველთვის მეშინოდა რომ შენთანაც იგივე
განმეორდებოდა, რაც ყველა ქალთან მემართებოდა, თავიდან შენთან გატარებული დრო წამებში
გადიოდა და სანამ შეგხვდებოდი, უშენოდ გატარებული დრო საუკუნედ მეჩვენებოდა, მერე კი
ეს შეიცვალა... ზუსტად ასე იყო სხვებთანაც, და მაშინ როცა მეგონა ყველაფერი დავამთავრე
მეთქი გატკინე გული, ჩემს გულსაც ვაცადე დაუბრუნდებოდა თუ არა ძველებური მხურვალება,
და დაუბრუნდა, იცი როდის როცა პარკში შეგხვდი შემთხვევით, მთელი სხეულით გთხოვდი რომ
დამლაპარაკებოდი მაგრამ შენი სიამაყე ისეთი სულელი აღმოჩნდა რომ არაფერი მითხარი...”
“მე
რატო უნდა მეთქვა?”
“...არადა ყველაფრით გემჩნეოდა რომ გინდოდა დავრჩენილიყავი... მე კიდე ვითმინე,
ვითმინე და გუშინ აქ მოვედი.”
“მე
კიდე გუშინ იმიტომ წავედი ბუშესთან, რომ შენ გნახავდი ვიცოდი, და მინდოდა რომ უკანასკნელად
მაინც მელაპარაკა.”
“სულელო,
სულ შენთან ვიქნები ამის მერე, არასოდეს დაგტოვებ... შენით გავიგე სიყვარული რაც ყოფილა”
“რა
ყოფილა?”
“რა
და შენ ყოფილხარ, შენი სახელი დაერქვა ჩემთვის სიყვარულს”
ცოტა
ხანი მეფერა, მე გატრუნული ვარ, თვალები ჭერზე მაქვს მიშტერებული და გვერდზე გადატრიალების
მრცხვენია, არ შემიძლია, კაცი მეფერებოდეს სხეულზე და მე მას თვალებში ვუყურო?!. არაა!
უცებ
ამბობს:” ნახე, რომანტიკამ გაიღვიძა ჩემში, პირველად ხდება რომ ასე ჩუმად და ყოვლისმომცველად
ჩუმად ვსწავლობ ადამიანის სხეულს, მინდა რომ ხელს რომ მოგაშორებ ისევ ვგრძნობდე შენს
ყველაფერს”
“შენი
სიყვარული მე გამაგიჟებს” ვცდილობ მთელი მადლიერება რასაც მის მიმართ ვგრძნობ ამ ფრაზაში
ჩავაქსოვო.

No comments:
Post a Comment