მიუხედავად
იმისა რომ მშრალი ამინდები გამოაცხადეს მთელი კვირით, დღეს გაწვიმდა და ცივა, წვიმის
წვეთების მდინარეები ზანტად მოედინებიან ფანჯრის მინაზე და სველ კვალს ტოვებენ.
იდაყვებით
დაყრდნობილი ვდგავარ ფანჯარასთან და მთელი ეს :წვეთების მოგზაურობა” ტრანსში მაგდებს,
მთენთავს და მეძინება.
არადა წვეულებაზე
ვარ. საზაფხულო ყვავილებიანი სარაფანი მაცვია,
ამინდისთვის შეუსაბამო. ოთახში ხმაურია, დღეს ჩემი უფროსის დაბადების დღეა და წვეულებაც
ზუსტად ამ დღის აღსანიშნავადაა გამართული. თითქმის ერთი საათია აქ ვარ პეტერი კი არ
ჩანს, არ ვიცი რატომ არ არის აქ.
“მარია, ჩანს
რომ ვერ ერთობი” მომიახლოვდა ლუსიანა
“არ ვიცი
რაღაც დუნედ ვარ, ვერ ვხალისობ”
“ცუდად ხომ
არ ხარ ისევ?”
“არა ყველაფერი
რიგზეა”
“საყვარელო,
რატომ მიმატოვე?” ღვინის ჭიქებით ხელში მოვიდა იოსი.
მართლა, დამავიწყდა
რომ მეთქვა, იოსი და ლუსიანა ერთად არიან, არ გამკვირვებია, ალბათ ყოველთვის ვფიქრობდი
რომ მათი ურთიერთობის ლოგიკური დასასრული ეს იყო.
ერთმანეთს ავსებენ და რაც მთავარია მათ შორის ახლა ჩამოყალიბებული თბილი ურთიერთობა
აშკარად ჯობია ძველს, როცა ერთმანეთს ჭამდნენ.
“მარია პეტერის
მოსვლას ელოდება”
“და ის მოსვლას
არ აპირებს?”
“არ ვიცი,
ძალიან მინდა რომ დაველაპარაკო, თუნდაც საბოლოოდ” - უღონოდ ვყრი ხელებს
“აბა რა
ხდება ჩემო გვრიტებო, ხომ არ მოიწყინეთ” - ჩვენს კამპანიას შემოუერთდა ბუშეც
“ყველაფერი
არაჩვეულებრივია” ითაფლება ლუსიანა “და, უფროსო,
თქვენი ფსიქოლოგი ჰერ მაიერი რაღაც არ ჩანს, მოსვლას არ აპირებს?”
“შეამჩნიეთ?
პეტერმა სულ ცოტა ხნის წინ დამირეკა და მითხრა რომ მოსვლას ვერ მოახერხებს”
რაღაც ჩამწყდა
მუცელში.
ერთადერთი
მიზეზი რატომაც დავთანხმდი აქ წამოსვლას პეტერი იყო. მიუხედავად დიდი ხნის ბრძოლისა
გონებასთან მაინც გადავწყვიტე რომ მასთან აუცილებლად
მელაპარაკა, მიუხედავდ წყენისა, გულისტკივილსა და ღალატისა მაინც მინდოდა მასთან ლაპარაკი და შეხვედრა, თუნდაც მისთვის ისევ რიგითი
ქალი ვყოფილიყავი, ოღონდ მისი ვყოფილიყავი.
დაუმშვიდობებლად
წამოვედი წვეულებიდან, არ დავუგდე ყური იოსის და ლუსიანას გულისგამაწვრილებელ წუწუნს...
ნაშალი ღრუბლებიდან
ახლა წვრილი წვეთები იღვრებოდა, წვიმისგან
გადარეცხილი ტროტუარები ლამპიონების შუქზე სარკესავით პრიალებდნენ. მანქანების ფარების
შუქები ღამის ქალაქში ელვარე წითლად მოჩანდნენ.
ჩემს ქუჩაზე
სიწყნარეა როგორც ყოველთვის, სიჩუმეს ათასში ერთხელ მატარებლის ყრუ ბუხუნი არღვევს.
ბებერი მეეზოვე სანიაღვრე ხვრელებიდან ძლიერი
წვიმის ჩამოყრილ მწვანე ფოთლებს ხვეტავს.
ჩემს სახლთან
ვიღაც ზის, ჯერ მხოლოდ მის სილუეტს ვარჩევ...
“პეტერ?”
საიდან ამომივიდა
ასეთი ძლიერ არაბუნებრივი გაკვირვების ხმა ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემს დაძახილზე პეტერი
სხარტად წამოხტა ფეხზე.
“გამარჯობა
მარია...” ჩუმად ვდგავარ და წვიმისგან დასველებულს ვუყურებ როგორ ცდილობს სიტყვებს
თავი მოუყაროს
“არ ვიცი შენ რას მეტყვი, მაგრამ მე უშენოდ გაძლება
აღარ შემიძლია, თუ გინდა დამარტყი, მატკინე, თუ გინდა ისევ ისე იწუწუნე ყველაფერზე,ოღონდ
ჩემთან იყავი და მაპატე რომ ამდენი ხანი მარტო დაგტოვე, სიცარიელეში, შენ ხომ ასე გეშინია
მისი”
“მიყვარხარ პეტერ, მიყვარხარ ახლა უფრო, როცა ასე
უსუსური დგახარ, მიყვარხარ სულ, დღე ღამე სიზმარში, რეალობაში, მიყვარხარ კივილამდე,
გულის გახეთქვამდე, გონების დაკარგვამდე, ერთი უსასრულობიდან მეორემდე” მინდა
ვთქვა, ამის მაგივრად “სახლში შემოდი დასველდებოდი”
სიჩუმე. კარის
გაუბედავი ჭრაჭუნი, გაზის, ფინჯნების ხმა და არცერთი ადამიანური ხმა, არც ჩურჩული,
მსგავსი არაფერი.
ზის ჩემს
პირისპირ, მაგიდასთან, ზუსტად ისე როგორც პირველად და ჩუმად სვამს ყავას.
არ ვიცი რა
ვუთხხრა, ნამდვილად არ ვიცი, ვზივარ და მას ველოდები.
“არაფრის
თქმა არ გინდა?” ამბობს ის
“არა. შენ?”
“არც მე...
ანუ როგორც ჩანს შევრიგდით?”
“შევრიგდით”
“შეგიძლია
რომ ისევ ისე მაკოცო? ძალიან მაგრად, გაბმულად, ძველებურად?”
“ძველებურად
არაფერი აღარ იქნება” ნიჟარაში ვდებ ცარიელ ყავის ჭიქას
“დამიჯერე
ყველაფერი გამოსწორდება, ყველაფერი კარგად იქნება, ძველებურად კარგად” ვიცი რომ ტყუილია,
ვიცი რომ გულისტკენა არასოდეს არ გაქრება, წარსული არ იკარგება, მაგრამ რაღაცნაირად
ვმშვიდდები და ჩემი ხელით ვაბარებ ჩემსავე სულს.
“წარმოიდგინე,
რომ ახლა დაამთავრე მოთხრობის კითხვა რომელსაც არც თუ კარგი დასასრული ქონდა და იწყებ
ახალს, ზღაპარს, რომლის პირველივე გვერდზე ვხვდებით ერთმანეთს...”
“და ამის
დასასრული როგორი იქნება?”
“ყველა ზღაპარი,
ზღაპრულად მთავრდება, ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად...”
“ჩემთვის
მართლა ზღაპრული დასასრულია”
იმ საღამოს
ჩემთან დარჩა, დამირეცხა ჭუჭყიანი ჭურჭელი, გამიკეთა ვახშამი, რომელიც ან ძალიან, ძალიან
გემრიელი იყო, ან კვირების მანძილზე ნაჭამი ფასთ ფუდის მერე მომეჩვენა ასეთი. მე ამ
დროს სასტუმრო ოთახში მომცრო სასადილო მაგიდასთან ვზივარ, ერთ სავარძელთან მე და პირველად ჩემი აქ ცხოვრების მანძილზე ჩემმა თანამესაწოლემ
შეავსო მეორე სავარძელი, როგორც მე წარმომედგინა ზუსტად ისე ზის ყავას მთელ
ხმაზე ხვრეპს ჩემს გასაბრაზებლად და წარბქვეშიდან მიყურებს და ალბათ წამითაც ვერ მოიფიქრებს
როგორი ბედნიერი ვარ ეხლა მისი აქ ყოფნით.
ამდენი ხნის
განმავლობაში, არც ერთხელ არ მიკითხავს მისთვის თუ რომელი ფილმი მოსწონს, რომელი საჭმელი,
ან რომელი მაისური, ფაქტიურად არ ვიცი მასზე არაფერი, მაგრამ ის ჩემშია, ღრმად, ისე
რომ მთელი სულით შევიგრძნობ, სუნთქვას ვაყოლებ, ღიმილს ვუბრუნებ და თვალს ვადევნებ
მის ყოველ მოძრაობას...
“პეტერ, მინდა
რომ რაღაც გითხრა, მგონია, რომ ამას ახლა თუ არ გეტყვი, მერე ვეღარასოდეს მოვახერხებ...
იცი პირველად რატო დაგთანხმდი წამოსვლაზე, ვიცოდი რომ სხვა გზა არ მქონდა, მაგრამ შემდეგ
მხოლოდ იმიტომ გავაგრძელე შენთან ურთიერთობა, რომ ძალიან მაგონებდი ვიღაცას”
“მართლა,
ესე იგი ჩემი შარმი და მომხიბვლელობა არაფერ შუაში არ იყო? ყოველთვის მეგონა რომ ქალებს
ამისთვის მოვწონდი” ცალყბად ჩაიცინა
“ვიცი, რომ
ეს სასაცილოა, მეც რაღაცნაირად მგონია, რომ ჩემს “სვით 22”-ში დავბრუნდი... მაგრამ
ჩემს საყვარელ მსახიობს გავხარ”
“მე ვგავარ მას? არა საერთოდ არა... მოიცა ვინ არის
ეგ შენი საყვარელი..?”
“მსახიობი...
არის ერთი ჯონ კიუსაკი...?”
“და ჩემი
ინდივიდუალობა? რომელი გიყვარს ეხლა ჩემი სახით, პეტერი თუ ეგ ჯონი?”
“ჯონი უბრალოდ
მიზეზი იყო, რომელიც დამეხმარა პეტერი ადვილად შემეთვისებინა, მადლობა ჯონს უთხარი,
თორემ შეიძლება შენთვის არც მომექცია ყურადღება”
“ანუ?!”
“ანუ მე ეხლა
შენ მიყვარხარ, თვითონ პეტერი თავისი ვითომ რომანტიზმის უზადო შემოტევებით და ასევე
ყოველი შემოხედვისას ჟრუანტელს მგვრის შენი ის ნაწილი, რომლითაც ჯონთან მსგავსება ასე
მჟღავნდება”
“ცხოვრებაში
პირველად არ მესმის ქალის... ვერაფერი გავიგე, მაგრამ მარტო ის მითხარი ნორმალურ, ადამიანურ
ენაზე, მე უნდა ვიეჭვიანო?”
“გასაგებ
ენაზე გეუბნები - არა, შეადარე ეხლა შენი ახალგაზრდული სხეული მის ბებრულს, ან შენი
ჩემთან სიახლოვე მის სიშორეს, ან შენი უზარმაზარი ადგილი ჩემს ცხოვრებაში, მის სულ
პაწაწინას...”
“ძალიან ბებერია?”
“ჩემთვის
ძალიან, დაახლოებით 50 წლის იქნება”
უცებ ფეხზე
წამოდგა და მე მომიახლოვდა,
“არ გაინტერესებს
შენს ბებერ ჯონს შერჩა თუ არა შენი დაკმაყოფილების უნარი”
“რას ამბობ
პეტერ...”
გამაჟრჟოლა.
პეტერი თავს რბილ ხელებს მისვამს სახეზე, თვალებზე, ისე მსუბუქად მეალერსება სითბო
მეღვრება სხეულში და ჟრუანტელი მივლის.
ო, ლა, ლა
ხერხემლიდან გამომავალ ყოველ ნერვს ნიავმა დაუბერა და აშრიალდა, აშრიალდა ნაწლავებიც
და სხვა ორგანოებმა ცეკვა დაიწყეს. ხელები ყელზე ჩამოაცურა და მაისური მხრებიდან მომაშორა...
“თვალები
დახუჭე... დღეს ვიქნები თუნდაც განტენბაინი, ნებრისმიერი ვინმე ვისაც მეტყვი”
“ჰო, ჯონი,
ჯონი იყავი...”
ვხუჭავ თვალებს,
ირგვლივ მხოლოდ სიბნელეა მერე ამ სიბნელეში იკვეთება ჯონის თვალები, ლოყები, რომლებსაც ახლა მე ვეხები, დიდი
შუბლი, ტუჩები, თმები, შავი,საფეთქლებთან ჭაღარაშეპარული, აბრეშუმივით რბილი თმები,
მაისურში დამალული ტანი, დაძაბული ვდგები ფეხზე და ინტუიციით ვეძებ მაისურის ბოლოს
რომ გავხადო.
მერე ვხედავ
ხელს, რომელიც მე მეფერება. კონცენტრაციის მიუხედავად ეს ყველაფერი დაშლილი ფაზლივითაა
და მე ვერ ვაწყობ, თავგზა მებნევა და მცხელა. მისი ხელი და ტუჩები ნელ-ნელა ეცნობა ჩემს სხეულს, დახუჭულ თვალებს მიღმა
ყველაფერი ფერადდება ათასი ფერი ირევა ჩემს წინ და ვეღარაფერს ვარჩევ, მხოლოდ ვგრძნობ
რომ ჩემს გვერდითაა, ოღონდ რომელია ეს არ ვიცი, ზღვარი დაიკარგა ფანტაზიას და რეალობას
შორის.

No comments:
Post a Comment