Friday, August 9, 2013

ფიქრი მეცხრამეტე


    საკმაოდ ძლიერი გავხდი იმისთვის, რომ ასეთ დარტყმებს გავუძლო მაგრამ ოხ.. პეტერი. ალბათ სპეციალურად აკეთებს რომ ზუსტად იქ უნდა შემხვდეს სადაც ყველაზე ნაკლებად ველი. მხვდება ბიბლიოთეკაში, პარკში, ქუჩაში, გამიღიმებს მოკრძალებულად, ოდნავ თავს დამიკრავს გამარჯობის ნიშნად და ჩამივლის, ვითომ სულ უბრალო ნაცნობები ვიყოთ, თითქოს მისთვის მართლა მხოლოდ პაციენტი ვიყავი, მაგრამ ალბათ ასეც იყო, რიგითი გასართობი, რომელთანაც თავისი ნდომა დაიკმაყოფილა და თავი მიანება.
   ჩემს წინ ზის, გვერდით მაგიდასთან და სიგარეტს ეწევა. რაღაც ახალია, აქამდე მისთვის ეს არ შემიმჩნევია, სიგარეტს არ ეტანებოდა, რაც ძალიან მახარებდა, საინტერესოა რატო გადაწყვიტა ასეთ ასაკში სიგარეტს მიჩვეოდა.
   ვუყურებ... ისევ ძველი პეტერია, ისევ ისე აქვს მსხვილი ნაოჭები წარბებს შუა როცა თვალებს ჭუტავს, კუპრივით შავი თმა ისევ ნებაზე მიუშვია, ოდნავ გასაპარს ნიკაპზე ხისტი წყლისგან გამომშრალი კანი აქერცვლია, თეთრი პერანგი აცვია და ზემოდან კუბებიანი პულოვერი.
  რატო მოხდა ასე, რატომ არ ვარ არავისთვის მიმზიდველი, ვნებიანი, ან უბრალოდ ქალი, რატო დამთმო ასე ადვილად, როცა ჩემთან ყოფნის დროს ისე მელაპრაკებოდა თითქოს მისი სამოთხეც მე ვიყავი, ექსტაზის პიკიც, ყველა ნარკოტიკიც ერთად აღებული.

No comments:

Post a Comment