არასოდეს
ვეკუთვნოდი ისეთი ტიპის ადამიანებს მთელ დღეებს პრინცებზე და საფრანგეთში, იტალიაში
მოგზაურობაზე რომ ოცნებობდნენ და მასზე მალულ ფიქრს ზრდასრულობაშიც რომ ვერ იშორებენ
თავიდან, ყოველ ღამით ძილის წინ, არარსებულ პრინცთან გატარებულ რომანტიულ ღამეების
ძერწვაში მკერდი რომ უბრუშდებათ და მასთან ერთად ტვინიც, მაგრამ ვაღიარებ გულის სიღრმეში სულ ველოდებოდი ვიღაცას
ვინც ჩემი სულის ნაწილი იქნებოდა, როგორც ჩანს ტყუილად არ მიცდია.
სიცხე პიკშია, აგვისტოა, ქალაქის პარკების მწვანე კორდები მუდმივი მორწყვის
მიუხედავად მაინც გადახრუკულია ჩ
ალისფრად, გარეთ მხოლოდ ადრე დილით, ან შეღამებულზე შეიძლება გასვლა... ახლა შეღამებულია, სამსახურიდან ვბრუნდები, ხელში პროდუქტით სავსე ქაღალდის პაკეტები მიჭირავს და გვერდით ლუსიანა მომყვება.
ალისფრად, გარეთ მხოლოდ ადრე დილით, ან შეღამებულზე შეიძლება გასვლა... ახლა შეღამებულია, სამსახურიდან ვბრუნდები, ხელში პროდუქტით სავსე ქაღალდის პაკეტები მიჭირავს და გვერდით ლუსიანა მომყვება.
“შენთვის
სიყვარულზე ლაპარაკი ცოტა უცნაური ხო არაა? ოდესღაც ამბობდი რომ აღარავინ შემიყვარდებაო”
“ა,
ვამბობდი? არა ის გაუთლელი ხეპრე არც ახლა მიყვარს, ყოველ დილით რომ მაყვირებს წვერის
გაპარსვაზე, და რომ იპარსავს და მერე მთელი ნიჟარა მისი თმებითაა სავსე, არა კი არ
მიყვარს, მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია”
“თვითონ?
ძალიან უყვარხარ? თუ მარტო ექსტაზის დროს კივის გაუაზრებელ სიყვებს?”
“ვიცი
რომ გაგიკვირდება, მაგრამ აღმოჩნდა ძალიან რომანტიული და თბილი, მიდი და ეძახე ეხლა
შენ გაბურძგნული და ხეპრე. და კიდევ ის... გაუთლელი ხის მორი. მაგრამ იცი მარია, როცა
ვთხოვ მითხრას როგორ ვუყვარვარ ან საერთოდ სიყვარულზე მითხრას რამე, ჩუმდება და იძახის
არ შემიძლია გამოხატვაო”
“ჯერ
ყველაფერი კარგადაა ჩათვალე, პეტერი ამბობს, რომ როცა ადამიანი სიყვარულის, თვითონ
გრძნობის სიტყვებით გამოხატვას დაიწყებს, მაშინ უნდა მიხვდე რომ მისთვის ეს გრძნობა
აღარ არსებობს, სიყვარული ინდივიდუალური სულის კრთომაა, ყველასთვის სხვადასხვანაირია
და არანაირი განმარტების მიცემა არ ძალუძს არავის”
“როგორც
ჩანს ყველაფერი კარგადაა. დღეს გეწვევა სტუმრად?”
“
არა, ორი დღეა ჩემთანაა. ერთად ვებრძვით ამ სიცხეს”
“კარგი,
წავედი, დღეს იოსიც ჩემთან ვახშმობს და იქნებ კვირის ბოლოს ოთხივემ ერთად მოვახერხოთ
სადმე წასვლა, კარგად”
“
ნახვამდის ლუსი... და მადლობა იმ ყველაფრისთვის, ჩვენი ერთად ყოფნისთვის რომ გააკეთე”
ლუსიანა თავის ქუჩისკენ უხვევს, მიირწევა ნელა, თეძოების
მკვეთრი რხევით, თითქოს სალსას ცეკვავდეს, ცელოფნით მიაქვს გრეიფრუტი და ვაშლი. ბედნიერია
ლუსიანა, ტკბება ბედის თუ უბედობის ბოძებული
საჩუქარით რომელსაც იოსი ქვია.
“ნუ მიყურებ შურით, მზერას ვგრძნობ” მიყვირის უკანმოუხედავად, ვხვდები რომ მეღიმება
და გზას ვაგრძელებ
აღმართი მღლის, მესამე წელია აქ ვარ და კიდევ
ვერ მივეჩვიე ამ საშინელი გზის ავლას, ახლაც ოფლი მასხამს და ჩანთებიც საშინლად დამძიმდა,
ცოტაც და დავეცემი
“პეტ, მომეხმარე თორემ სადაცაა დავეცემი” გათანგული
ხმით ვეძახი ყურმილის მეორე ბოლოში მყოფს
“ვიცვამ და გამოვდივარ”
ჩემი გამძლეობა
სადღაც ქრება, რეტი მესხმის და ვცდილობ ღია
კაფესთან ცარიელ სავარძელზე ჩამოვჯდე...
კარდიოგრამის მონოტონური წკაპუნი მაღვიძებს, მაგრამ
ვერაფერს ვხედავ, სიზმარში ვარ... სიზმარში ვარ ალბათ, მაგრამ რატომ არის ეს გრძნობები
ასეთი რეალური?.. უნდა გავიღვიძო!
თვალებს მაგრად ვხუჭავ და ვახელ.
ისევ უკუნეთი სიბნელეა ირგვლივ.
იქნებ კლინიკური სიკვდილი მქონდა და ცოცხლად დამმარხეს?
ოჰ, საწყალი პეტერი.
“ მიშველეთ, ამომიყვანეთ აქედან!” მთელი ხმით ვყვირი
და ხელებს იქით ვიწვდენ სადაც წესით ჩასასვენებლის სახურავი უნდა იყოს
“აქ ვარ, არაფრის შეგეშნდეს!” მესმის პეტერის შეშინებული ხმა და ვგრძნობ როგორ მიჭერს
ხელს ხელზე.
“რატომ ვარ ასეთ სიბნელეში? რატომ ვერ ვხედავ ვერაფერს?”
ისე ვეჭიდები ხელზე, როგორც სიცოცლესთან დამაკავშირებელი ხავსის უკანასკნელ ღერს.
“დამშვიდდი მარია, ჩემო საყვარელო, გთხოვ ოღონდ დამშვიდდი,
გაივლის მალე, თავი დაგირტყამს ცუდად” აკანკალებული ხელით მეფერება სახეზე და მკოცნის
“შენ ოღონდ დამშვიდდი”
ჩემზე შეშინებული ალბად ისაა, სულ კანკალებს.
“ეხლა
ხვდები რატომ არ მინდოდა შენი ჩემს ცხოვრებაში
გარევა?! არ მინდოდა რომ ასეთ დღეში ჩავარდნილიყავი ჩემს გამო”
ოთახში სხვა ადამიანის არსებობა ვიგრძენი, მერე ხელის
შეხება ზეწარზე, ჩემს მაჯაზე
“არ ინერვიულოთ (უნგრული მიმართვა ქალზე) კანე,
რამოდენიმე დღეში მხედველობა აღგიდგებათ, აუცილებლად, ეხლა დამამშვიდებელი უნდა გაგიკეთოთ”
ვენაში გრილი წამალი შევიდა და მდორე სისხლს შეერია,
ერთადერთი რაც ახლა მინდა პეტერის დანახვაა, მინდა ვნახო როგორ მიზის თავთან და თავისი
ნუშისებური თვალებით მიყურებს, ალბათ სახლის ფორმაშია, დაულაგებელი თმებით და მთელი
დღის გაოფლილი სხეულით, ამის გამო მივდიოდი აღმართზე, მივდიოდი რომ ყრუ ბუხუნით გამეღო
კარები და მთელი ხმით დამეძახა “ საყვარელო, მოვედი!”
ალბათ წამალმა ყველა უჯრედი მოიარა, ვდუნდები და
ბებერი სპლინი მთელი ძალით მაწვება ქუთუთოებზე, ვერც ვუძალიანდები
“პეტ, არ დამტოვო, არ დამტოვო დედას გაფიცებ”
ბოლოს ვგრძნობ მისი ხელის მოჭერის სიძლიერეს ჩემს
მარცხენა ხელზე და ...

No comments:
Post a Comment