Friday, August 9, 2013

ფიქრი ოცდამეოთხე


  როგორც იქნა დაბოლოვდა ეს ზაფხული თავსხმა წვიმებით, ელვა, ჭექა, წვიმის გრძელი ფარდა ქუჩებში, გახურებული მიწის ბუღის სასიამოვნი სუნი.
   ახალ ჯინსის შარვალს ვასველებ ამ წვიმაში, სალათისფერი საწვიმარი უკვე გაჟღენთილია, სამსახურში მივრბივარ, ჯერ კიდევ ამდის პეტერის დასამშვიდობებლი კოცნის სუნი, ჯერ ისევ ვხურვარ ამის ალმურისაგან.
  მივდივარ მე ჩვეულებრივი შეყვარებული ქალი ქუჩაში და არ ვღელავ ამინდზე, იმაზე რომ ტალახიან წყალში ამომეწუწა ფეხები, ტალახები ლამის კისრამდე მაქვს შესხმული, მივდივარ და იმ ღიმილზე ვფიქრობ ბოლოს რომ დამაჯილდოვა, მოდი ახლა და ამის მერე რაციონალური მიწოდე...
  “ჰეი ჯასპერ... შენ კიდევ აქ ხარ?”
  გაგიმარჯოს მარია, როგორ დამეკარგე - მე ვეპასუხები ჩემსავე თავს
  “თავს მარტო რომ აღარ ვგრძნობ იმიტომ დაგივიწყე ჯასპერ”
   you are not alone, why these things are falling down. (nicco )
 გონებაში ვმღერივარ  გუშინ მოსმენილ სიმღერას და მთელი ძალით ვარტყავ გუბეში ფეხს.
  ალბათ ყველაზე ბომჟად გამოვიყურები ახლა, შევალ რედაქციაში და ყველა ჩემს სველ ფეხებს და თმას დაუწყებს ყურებას, მაგრამ რას დაგიდევთ ამ ირონიულ გამოხედვებს, მთავარია რომ მე  მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ... ტყააპ, ტყუუუპ, ტყააპ, ტყუუპ... პატარა ბავშვივით.  სამი წლის ბავშვივით...
  ვგრძნობ ცოცხალი ვარ. Feeeeeel aliveeee

No comments:

Post a Comment