Friday, August 9, 2013

ფიქრი მეოთხე


    ერთ-ერთი მიზეზი რატოც შემოდგომა და წვიმა მიყვარსარის გუბეებიუფრო სწორად გუბის ანარეკლებისულ სხვანაირად რომ ჩანს მათში გარემო (Brown-Black) ამიტომ დღეს საწოლიდან ძლივს გამომძვრალმა ფარდები რომ გადავწიე და ისევ წვიმდა გული არ შემწუხებიაპირიქითჩემი ორკვირიანი შვებულების მეთორმეტე დღის გეგმები დავაწყვე:
 . "მფუფქარეშხაპის მიღება;
 . სახლის დალაგება;
 . ქალაქში გასვლა (ყველაზე მეტად გაწელილი);
 .სახლში დაბრუნება და დაძინებამდე ფიქრი.
 პირველი ორი ხო და მესამე მეოთხე:
 შესაბამისად გამოვეწყვესაწვიმარიბოტები და ქოლგარომელიც გაუშლელი დამქონდა მთელი დღეველოსიპედს გადავაჯექი და ჰეე...
 შედეგიანი გასეირნება გამოვიდამოვაგროვე ათეულობით კარგი სურათი ჩემი "New Folder(6)"-ისთვისერთ-ერთ ქუჩაზე სადაც ძველ ნივთებს ყიდიან შევიძინე ნახატი და მოხუცი ბუკინისტისგან რემარკის საკმაოდ ძველი დაბეჭდილი წიგნიეს დღის მეორე ნახევარში მოხდა,როცა მზე უკვე გამოსული იყოასევე ჩემს საუკეთესო მეგობარს "ჰერმესის შვილობილს-ჯასპერსსინამდვილეში Kiskiralylany ქვია ამ სტატუეტს, ვესტუმრეხანდახან მივუჯდები ხოლმე და ველაპარაკებიმაგრამ დღეს არ მეცალადა მისალმებით შემოვიფარგლე.

 როგორც ვთქვირამოდენიმე საათით მზეც იყო გამოსული და საკმარისი იყო კიდეც დედამიწისთვის ორთქლი აედინახალხიც გამოეფინა ქუჩაშისაღამოს ისევ გაწვიმდა.თავსხმას ნაცნობკარგად ჩამთბარ კაფეში შევასწარითუმცა რა ვიცი პაბი უფრო ეთქმის ამადგილს ვიდრე კაფევიტრინასთან შევამჩნიე ჩემი ნაცნობი მუსიკოსი რომ იჯდა მარტოჩაის სვავდა და გარეთ იყურებოდაყავის დალევას რომ მოვრჩიზუსტად მისი მაგიდის გვერდით ჩავიარეგავჩერდი და გამარჯობა ვუთხარიგაკვირვებულმა რომ ამომხედა პატარა გოგოსავით დავფრთხი და გავვარდი გარეთ.

 ჩემი ცხოვრების რვაათასშვიდას მერაღაცე დღეა და ხუთი ათას მერაღაცეჯერ მოვიწყინე მარტოობის გამოდამასევდიანა წვიმამდა ასე მარტოგამათბობლის წინ მჯდარი და სარკმელს მიშტერებული ისევ მივმართავ ჩემს სადღაც "მოუსავლეთშიგადაკარგულთანამეცხედრეს:
 მწყურიხარმსურხარრაღაც სხვა ძალითძალზე მარტივადურცხვად და შიშვლად...


    წლები შევალიე ჩემი პრობლემების და ნაკლოვანებების დამალვას და როგორც იყო შევქმენიჩემი ნიღაბიარც პესიმისტური და არც ოპტიმისტურიარც უბედური და არც ბედნიერიისე ვიყავი მისი მორთვა-მოკაზმვით დაკავებული გამომრჩა მთავარი პრობლემარომელმაც დამამარცხა.
 ხალხში ისე მიჭირავს თავი თითქოს თითქოს თავისუფალიდამოუკიდებელი ქალი ვიყო,თითქოს არავის დახმარება არ მჭირდებოდესგულის სიღრმეში კი საშინლად მჭირდება ადამიანებიმითუმეტეს მეორე ნახევარითუნდაც შეყვარებულირომლისთვისაც შემეძლება ყველაფრის მოყოლაარ მაგრძნობინებს მარტოობასმომატანინებს სახლში ორჯერ მეტსაჭმელს და სახლის კარებს გავაღებ თუ არა მთელი ხმით დამაყვირებს "მოვედისაყვარელო!"

  სადაც არ უნდა გამოვჩნდეანუ ნაცნობთა წრეში ყოველთვის ვიქცევ ყურადღებასროგორც ექსტრავაგანტული და ყველაზე თავისუფალი პიროვნება და მაინც, "ჩემს ბუნაგშიყოველთვის მარტო ვარვრთავ მუსიკას და ისე ვიძინებნაცნობები ყოველთვის შურით მიყურებენთავად კი მთელ ენერგიას ჩემი ნიღბის შენარჩუნებას ვახმარ და საბოლოოდ მე ვრჩები "Out of Energy"ამიტო ასე დაცლილს ძალა აღარ მრჩება ნამდვილი მარია ვიყოისეთი როგორიც სინამდვილეში ვარადამიანი რომელსაც ბედნიერებისთვის სხვა ადამინები ჭირდება...

 კი არ ვტირივარ, გადახსნილი მაქვს მთრთოლვარე სისხლის ყოველი არხი...
 კი არ ვტირივარფანჯრის მინაზე მიწებებული ყინული გალღვა...
 და თუ ხომერე რა რომ ვტირივარ... არაა ჩემგან გასაკვირი...

 ნახევრად სველ ფურცელს ვშლი და იწყება ციტატით : მსოფლიოში მხოლოდ ერთი კანონი არსებობს - გააბედნიერო საყვარელი ადამიანი. (სტენდალი)

No comments:

Post a Comment