Friday, August 9, 2013

ფიქრი მესამე


       ამ ჩემი Genius ფიქრების გმირს სახელი არ აქვსთუმცა უკვე გექნებათ ჩამოყალიბებეული რაღაც აზრი მასზეთუ ჯერ არ შეგიმჩნევიათ თქვენს გვერდითახლა ამინც გაახილეთ თვალებიდა დაინახეთუპრეტენზიოამხოლოდ სიცოცხლეს ებღაუჭებასიცოცხლესრომელიც ყველას ერთნაირად გვინდამეც რაც არ უნდა ვიძახოვერ ვიტან ჩემ ცხოვრებას მეთქირაც არ უნდა ვიწუწუნორაც არ უნდა ვაცდინო პროცედურები მაინც მწადია სიცოცხლეროგორი საშინელიც არ უნდა იყოს ისმაგრამ არც იმისი მჯერა ოდესმე თუ მოეღება ბოლო ნიჰილიზმსჩემთვის... ალბთ ბედნიერიც ვიქნები ეს თუ მოხდება...
 ბედნიერივიცი კია ბედნიერება რა არისალბათ არაიმიტომ რომ აქამდე განცდილ ვერცერთ გრძნობას ვერ ვარქმევ ამ სახელს.
 დავფიქრდე...
 -ნუთუ ბედნიერი ვიყავიბიჭმა პირველად რომ მითხრა მიყვარხარო?!
 მიუხედავად იმისა რომ ყველა მეუბნეოდა ბედნიერებისგან თვალები გიბრწყინავსო (ნეტა თუ იციან რასნიშნავს ბედნიერებისგან თვალების გაბრწყინებამე მგონი არაიმიტომრომ თვალები არ ბრწყინავს!)ბედნიერი არ ვიყავიეს იყო შედეგი იმ მიზნისა ბავშვობაში რაც მქონდა,განცდა მდგომარეობისარომელიც ყველა ბავშვის მსგავსად მეც მაინტერესებდა.
 -ბედნიერი ვიყავი თუ არა აქ რომ პირველად ჩამოვედი?
 ზუსტად გეტყვიიცი რა გრძნობა იყოჭუპრიდან ახლადგამომძვრალი პეპელასიეს არ იყო ბედნიერებამე ვთვლისულაცა არაა პეპელა ბედნიერიან რატომ უნდა იყოს ორი-სამი დღის სიცოცხლის გამო?! არც მე არ დამრჩნია დიდი ხანიმაგრამ არც უბედური ვარ... ხო ვიძახი არა ინდიფერენტული ვარ...! არაფერი რომ არ მოქმედებს ჩემზე.
 ნება თქვენიადამაბრალეთ ეგოისტობაიდეალისტობათუნდაც შერეკილი ვიყომხოლოდ ნუ იტყვით რომ ვაჭარბებმართლა არა ვარ ტრანსცენდენტურიეს მე ვარ სულ რომ ვუბღვერი გარემოს და მცირე დეტალებს რომ ვაქცევ მაინცდამაინც ყურადღებას.

 რამოდენიმე დღე უშედეგოდ ვცდილობდი სტატიის შეთხზვას ისეთ საკითხზემთელი ცხოვრება რომ მეგონა მასზე დაწერა არ გამიჭირდებოდაიმის მიუხედავად რომ სამდღიანი გამოშტერებული სიარულისა და ტვინისჭყლეტის შემდეგ სასურველს მივაღწიე, სრულიად გამოფიტული აღმოვჩნდირაღაც პრაგმატული შედეგი კი მოვაყოლე ამ გამოფიტვას -- პრემია! - რომელიც არვიცი რაში გამოვიყენო და ალბთ Western Union -ით მშობლებისკენ გავამგზავრებრომლებიც ხანდახან მგონია მეზიზღებიან კიდეციმიტომ რომ უკანასკნელი დოლარები იმაში დახარჯეს - ჩემს აქ გადმოსაბარგებლად და დამაკისრეს ვალდებულება,სულ ვატარო სინდისის ქენჯნა მათი გაწეული სამსახურისთვის გადაუხდელობის გამოიციან რომ სინდისის ქენჯნას აუცილებლად ვიგრძნობ.

 ყველაფრის მიუხედავად მშობლებმა ყველაფერი "შენ უნდა!"-სგან გამანთავისუფლეს და "მე მინდადამიტოვეს.
 ფილოსოსფოსი მამაჩემი: - მოთხოვნა "უნდა!" ადამიანს ართმევს თავისუფლებასის კლავს ნამდვილ სიცოცხლეს...

 მამაჩემი არშემდგარი ფილოსოსფოსილიტერატურის მასწავლებელიხშირად მელაპარაკებოდა ნიცშესდილაითის ენითრომ მსოფლიო ნება  მართავს სამყაროში ყველაფერს და არა გონებაამიტომ ადამიანი თავისუფალია მაშინროდესაც ის მოქმედებს და ცხოვრობს ნების კარნახით და არა გონების ამკრძალავი პრინციპებითთუმცა მაინც არ გაწყენდა დაფიქრება რასაც ჩადიხარ იმაზე.

 იმის მიუხედავად რომ არ ვიცი - "შვილო"- წესიერი განმარტებავგრძნობდი ორივეს მთელი არსებით რომ უყვარდათ უფროსი და ნაბოლარა - ანუ ორივე მეშვილიარაფერს მიკრძალავდნენთუ მინდოდა არ ვჭამდიარ დავიძინებდიარ წავიდოდი სკოლაშიმთავარი იყო მეკითხა - იკითხეთუ გინდა რამე გამოხვიდეო.
 ამ წიგნებმა მომაპოვებინა  უდიდესი სიმდიდრე.

  ამ წიგნის ჭიობამ დამაკარგვინაარა კი არ დამაკარგვინა არც შემაძენინა რეალური მეგობრები,მაგრამ მყავდა არარეალურები-უამრავიპეპიალისატომიდევიზიგი.. მერე  მატილდაიზარაფაელივერონიკა... მხატვრლ ლიტერატურას თანდათან შეენაცვლა სამეცნიეროგოეთეზეკონფუციზეარისტოტელეზე გადავედიახლა კმაყოფილივარ იმითრომ მსოფლიო ლიტერატურის ნახევარი მაინც ჩემი ტვინის ფსკერზეა დალექილი.

ამ ჩემი "მეგობრებისგანგანსხვავებით მე არ მაქვს არანაირი მიზანი ცხოვრებაშისაითაც მივყავარ დინებას ვკმაყოფილდები იმით და ალბათ მხოლოდ მორევის დანახვაზე თუ ავაფართხალებ ხელ-ფეხს და ნაპირზე ამოზრდილ ხავსს მოვეჭიდები ჩემი უბადრუკი სიცოცხლის გადასარჩენად - ადამიანი ვარ მაინც და ზებუნებრივად დევს ჩემში გასაჭირის დროს ეგზისტენციის შეცნობაალბათ ვიფართხალებ იქამდე სანამ არ მივაღწევს მიზანსმაგრამ ნაპირზე ამოსული იმასაც ვიფიქრებ ჯობდა თან ჩავეყოლებინე მეთქიაქ თვითონ მოძრაობაა ღირებული და არა საბოლოო მიზანიადამინი ბედნიერებას ეზიარება მოძრაობის დროს და არა საბოლოო მიზნითრადგან სიცოცხლე ვერ ეგუება გაჩერებას და საზღვარს.

 რას ვფიქრობ იცი?! დღეს ავტობუსს მიშტერებული ჭადრის ხეს რომ დავეტაკეამან ტვინი ხო არ ამიმღვრიაიმიტომ რომ ცოტა განსხვავებული ფიქრი გამომივიდა დღესდამწყებისთვის შეუფერებელიან იქნებ წვიმამაც იმოქმედა? - ვფიქრობვფიქრობ და ტუჩების პრუწვას ცალი თვალის უხერხულ დახუჭვასაც ვაყოლებ.

  სავარძელი ფანჯრისკენ მაქვს შემოტრიალებულიფეხები რადიატორზე მიწყვია დადაუნდობლად ვუყურებ ფანჯრის რაფაზებროლის ვაზაში ჩაყრილ თხილს.

No comments:

Post a Comment