Friday, August 9, 2013

ფიქრი ოცდამერვე


  მე შენ მძინარეს გხედავ, გხედავ და ვფიქრობ რისთვის კვდები, ან რისთვის ცოცხლობ?
  მე მძნარეს გხედავ, აღარ გაიქცე, დარჩი დღევანდელობის პირისპირ და იცოცხლე.
  მძინარეს გხედავ, ჩახუებიხარ საპირისპირო სქესის სხეულს და მშვიდად ფშვინავ, ისე ებღაუჭები  მას თითქოს მორევი გითრებს და ის კი ხეა სალ კლდეზე ამოსული, ფესვებით მაგრად რომ ეჭდება ქვებს.
  მე მძინარეს გხედავ, როგორ ჩაგყვითლებია თვალები, გამოგშრობია კანი და ტუჩები.
  მძინარეს გხედავ და ვხვდები ცხოვრებაში იმას კი არ მიაღწიე რაც გინდოდა, არამედ იმას რაც მე მინდოდა, შენ ხომ არაფრის ამბიცია არ გქონია, ყველაფერი თავისით მოვიდა ბეზ აჟიდანიი.
  მძინარეს გხედავ და გიყვირივარ, როგორი უსუსური აღმოჩნდი და როგორ ძლიერ ქალად მაჩვენებდი თავს, გიყვირივარ, გიყვირივარ და გეღვიძება...
  პირველი რასაც ხედავ, მისი სახეა, რომელიც უკვე შენ გიყურებს
 “გამარჯობა ჩემო ქალბატონო” გეუბნება და თვალებიდან ეღვრება სითბო და სიყვარული
 “გუშინ..” -გაჩუმდი, ყველაფერს გააფუჭებ
 “რაც იყო, იყო, გადავრჩით”
 “რატო ხარ ასეთი მომთმენი? აქამდე სხვა კაცი გაიქცეოდა, მეც კი მომბეზრდა ყველაფერი”
 “მე ხომ სხვა არ ვარ... გაჩუმდი, მგონი ადგომამდე რამეს მოვასწრებთ”
  ის გეფერება, გეფერება მთელი გრძნობით განცდით, სახეზე ნაოჭები ეჭმუხნება, შუბლზე და წარბებს შორის, შენ ვერ ხედავ, თვალები დახუჭული გაქვს, სამაგიეროდ მე კარგად ვხედავ, გხედავ შენც როგორი ბედნიერი ხარ, როგორ დნები მისი ამბორით, მისი ხელის მოგზაურობით შენს სხეულზე, მისი სუნით, მისი არსებობით...
 “როგორ მიყვარხარ პეტერ, უშენოდ აქამდეც ვერ ვიცოცხლებდი” ამბობ და მეც ვუბრუნდები შენს სხეულს, ახლა ისევ მე გაკონტროლებ, ბედნიერი მე რომელიც მზადაა სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძოლოს სიკვდილს...
  

No comments:

Post a Comment