Friday, August 9, 2013

ფიქრი პირველი


     მზის ამოსვლით დაიწყო დილა.


 მაგარიუშაქრო ყავის დალევის შემდეგჩავყარე ჩანთაში ის ნივთები ხელში რომელიც მომხვდა და ქალაქში გავედისახეტიალოდ.
 ბოლო კვირების განმავლობაში მეტი არც არაფერი მიკეთებიააქაური ერთფეროვნებაც მომბეზრდასავითდავდივარ ფოტოაპარატგადაკიდებული და ობიექტივში ვაქცევ ყველას დაყველაფერსამიტომაცაა ჩემი ნოუთბუქის С დისკს საგრძნობლად რომ შეეტყო თავისუფალი გეგა ბაიტების დაკარგვაცოტა ხანია რაც მივხვდი სურათების გადაღება რომ მეხერხებამე ვფიქრობ ასე თორემ სხვებისთვის აზრი არც კი მიკითხავსრაც არ უნდა იყოსმთავარიამე მსიამოვნებსამა თუ იმ საგნის და ადამიანის ფირზე აღბეჭვდა და ყველაფერი სულერთია დანარჩენი.

თითქმის ერთი თვეა , რაც ბუდაპეშტში ვცხოვრობ.ვერ ვიტყვი რომ არ მომწონს აქაურობა, პირიქით,ძალიან მაგარია  სარკესავით ალაპლაპებულიფართო მოედნებიტალახიანი დუნაი თავისი ხიდებით,  სუფთა შადრევნები... ამ ქალაქ შისიცოცხლე დუღს და ამიტომაც მიყვარს... აქ წამოსვლა რომ შემომთავაზესჩემი რეაქცია:
 -სადბუდაპეშტიეგ რისი ქალაქია?
 მაინც დავთანხმდიმთავარი იყო გავცლოდი ყველას და ყველაფერს ნაცნობსახალი ცხოვრებადამეწყო უცხო გარემოშითავში კიბოს მეტასტაზებითრომლებიც ჯერ კიდევ მაშინ საკმაოდ პატარები იყვნენ რომ არ შევეწუხებინე.
 სამუშაო იყო.... იყო კი არა არის, უბრალო.
თავისუფალ გაზეთშითავისუფალ რეპორტიორად,ადვილად შესაგუებელი და ადვილად ასატანი.

 ტრაპზე ფეხი შევდგი თუ არამაშინვე მეცა თავისუფლების გრილი დასასიამოვნო სუნიჩემი ყველა მარწუხირომლებიც ძველ ცხოვრებასთან მაკავშირებდა მივატოვე თვითმფრინავში  და Tierra Nueva-ზეახალდაბადებული ბავშვივით დავდგი ფეხი.

 ბინა გამომიყვეს  გარეუბანში,ხმაურიან ქუჩაზეწინა ფანჯრებიდან ტრანსპორტისუკანა ფანჯრებიდან ეკლესიის ზარების ხმა ისმის სულ,მაგრამ მივეჩვიე და ახლა არც ისე გამაღიზიანებლად ჟღერსროგორც პირველ დღეებშიჩემი ბინა პატარა ქუჩაზე დგასთითქმის ყველა სახლი ერთნაირია აქექვს ან შვიდ სართულიანი წინ დიდი ფანჯრებით და რიკულებიანი აივნებითზუსტად ამ ფანჯრებთანსავარძელში ჯდომა მიყვარს და ტროტუარებზე თავლის დევნებახანდახან მოვიმარჯვებ ხოლმე ფოტოაპარატს დამათ სურათებს ვუღებამის გადამკიდეზოგიერთი მეზობელი აივანზეც არ გამოდის მოუწესრიგებელი.
 ოქტომბერი სადაცაა ენკენისთვეს შეცვლისშემოდგომაა უნგრეთშითბილი შემოდგომა,ისეთი რომ მაისურებით დავდივარ ისევ.
 სანამ ამ გადახვევას თუ შესავალს ვწერდი გონებაში,მოვედი კიდეც გმირების მოედანთანსწორედ ამ მოედანს ვგულისხმობდი "ალაპლაპებულირომ ვთქვიგავიხადე კედები და ფეხშიშველი დავრბივარ მტრედებს შორის ,გიტარის ხმა ისმისხომ არ წავიცეკვო

 ამ  დილას სხვანაირია ეს ადგილიმზის სხივები ათინათებად დარბიან და მტრედებს აფრთხობენარა რა უნდა გადავიღო სურათიკადრში მგონი ბიჭიც მოხვდა გიტარით ხელში... საკამოდ კარგი გამოვიდა...
 ზარია ტელეფონზე.
ჩემი თანამშრომელია...
 მოდიხარო?
 მივდივარმივდივარ...
 ეჰშემომეფანტა ყველა მუზა..

No comments:

Post a Comment